პოლიცია ცესკოსთან - არქივის ფოტო

„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის ოფისი დაარბიეს

31
(განახლებულია 18:17 21.10.2017)
შემთხვევა ნაძალადევის რაიონში გამთენიისას მოხდა.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. გამთენიისას ნაძალადევის რაიონში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის მურმან თხელაძის ოფისში შეიჭრნენ, ამის შესახებ ჟურნალისტებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შტაბის უფროსმა გიორგი ჯანიბეგაშვილმა განუცხადა.

შტაბის უფროსის ინფორმაციით, სავარაუდოდ, წაღებული არაფერია, თუმცა ოფისი არეული, ნივთები კი ამოყრილი დახვდათ.

„დილით რომ მოვედით, ოფისი ასეთ მდგომარეობაში, გატეხილი დაგვხვდა. დილიდან მუშაობენ კრიმინალისტები და ველოდებით პასუხს. კომპიუტერი ჩართული დაგვხვდა, უჯრები გამოღებული, ამოყრილი ყველაფერი“, — განაცხადა შტაბის უფროსმა გიორგი ჯანიბეგაშვილმა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

საქართველოში 21 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეები ქალაქებისა და რაიონების 64 მერსა და 64 საკრებულოს დეპუტატებს აირჩევენ.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და ასევე დამოუკიდებელი კანდიდატები დაარეგისტრირა.

64 საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატებისთვის გამოყოფილ 1 088 ადგილზე პრეტენდენტი 4 727 კანდიდატია. დანარჩენ ადგილებს ის კანდიდატები დაიკავებენ, რომლებიც პარტიული სიით გავლენ.

არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღემდე 18 წელი აქვს შესრულებული.

31
თემები:
არჩევნები -2017 (81)