ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა

© RIA Novostiბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ექს-პრემიერმა საარჩევნო უბანი ისე დატოვა, რომ მასმედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერი, „ქართული ოცნების" დამფუძნებელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი მთაწმინდის მე-4 საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მივიდა. ივანიშვილი საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად გამოცხადდა.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი: სამივე ბიულეტენში სამი სხვადასხვა სუბიექტი შემოვხაზე

საქართველოს ექს-პრემიერმა საარჩევნო უბანი ისე დატოვა, რომ მასმედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

საქართველოში 21 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეები ქალაქებისა და რაიონების 64 მერსა და 64 საკრებულოს დეპუტატებს აირჩევენ.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და ასევე დამოუკიდებელი კანდიდატები დაარეგისტრირა.

64 საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატებისთვის გამოყოფილ 1 088 ადგილზე პრეტენდენტი 4 727 კანდიდატია. დანარჩენ ადგილებს ის კანდიდატები დაიკავებენ, რომლებიც პარტიული სიით გავლენ.

არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღემდე 18 წელი აქვს შესრულებული.

ყველა ახალი ამბავი
0