გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი: სამივე ბიულეტენში სამი სხვადასხვა სუბიექტი შემოვხაზე

19
(განახლებულია 18:01 21.10.2017)
საქართველოში 21 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეები ქალაქებისა და რაიონების 64 მერსა და 64 საკრებულოს დეპუტატებს აირჩევენ.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სხვადასხვა სუბიექტებს დაუჭირა მხარი.

საქართველოს პრეზიდენტმა თავისი არჩევანი მთაწმინდის საარჩევნო ოლქის მეექვსე უბანზე გააკეთა.

საქართველოში 21 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეები ქალაქებისა და რაიონების 64 მერსა და 64 საკრებულოს დეპუტატებს აირჩევენ.

„ჩემი ხმა და ის სამი ბიულეტენი, რომელიც მე მომცეს, გამოვიყენე შემდეგნაირად: სამივე ბიულეტენში სამი სხვადასხვა სუბიექტი შემოვხაზე", — განუცხადა მარგველაშვილმა ჟურნალისტებს.

მისი სიტყვებით, დღეს ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის ბედი გადაწყდება. 

„თვითმმართველობის არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს ბევრი ჩვენი ყოველდღიური პრობლემა და საჭიროება. ამ არჩევანით ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს უკეთეს თვითმმართველობაზე, უფრო ჩართულ თვითმმართველობაზე, სადაც ხალხზე იქნება ბევრად უფრო მეტი ხმა, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობა მოუსმენს იმას, რაც უნდათ მოქალაქეებს თავის უბანში, თავის სოფელში, აქედან გამომდინარე, შექმნის უკეთეს ყოფას, — განაცხადა მარგველაშვილმა.

„თვითმმართველობა ახლა იქმნება და ახალმა არჩეულმა დეპუტატებმა, მერებმა უნდა შეძლონ და ემსახურონ საზოგადოებას", — დასძინა გიორგი მარგველაშვილმა.

19
თემები:
არჩევნები -2017 (81)