ცესკო: საარჩევნო უბნები შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება

გამოწერა
არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღემდე 18 წელი აქვს შესრულებული.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ტარდება, რომელშიც 3,4 მილიონზე მეტი ამომრჩეველი იღებს მონაწილეობას.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და ასევე დამოუკიდებელი კანდიდატები დაარეგისტრირა.

ქვეყნის მოსახლეობა დღეს ქალაქებისა და რაიონების 64 მერსა და 64 საკრებულოს დეპუტატებს აირჩევენ.

საქართველოში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკომ 64 ქალაქისა და რაიონის მერების პოსტზე მთლიანობაში 389 კანდიდატი დაარეგისტრირა.

არჩევნები - Sputnik საქართველო
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები დაიწყო

64 საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატებისთვის გამოყოფილ 1 088 ადგილზე პრეტენდენტი 4 727 კანდიდატია. დანარჩენ ადგილებს ის კანდიდატები დაიკავებენ, რომლებიც პარტიული სიით გავლენ.

რაც შეეხება მერის არჩევნებს, ყველაზე მაღალი კონკურენცია თბილისშია — 13 ადამიანი, ყველაზე დაბალი კი ადიგენსა და ონში — 2-2 ადამიანი.

საქართველოს ტერიტორიაზე 3, 644 საარჩევნო უბანია გახსნილი (მათ შორის, 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი). არჩევნებში მონაწილეობის საშუალება ექნებათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსაც.

ცესკოს ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანზე მცირემხედველი ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი იქნება 2 გამადიდებელი ლინზა, ხოლო უსინათლო ამომრჩევლებისთვის ბიულეტენის შესავსები ჩარჩო ფორმა. ყრუ და სმენადაქვეითებული, მხარდაჭერის მიმღები ამომრჩევლებისთვის ყველა საარჩევნო უბანზე გამოკრულია ხმის მიცემის პროცედურების ამსახველი პოსტერი.

ფიზიკური შეზღუდვის მქონე ამომრჩევლებისთვის ადაპტირებულია 1153 საარჩევნო უბანი, რომლებიც აღჭურვილია სპეციალური ხმის მიცემის კაბინებით.

არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღემდე 18 წელი აქვს შესრულებული.

ყველა საარჩევნო უბანი 20:00 საათზე დაიხურება და ხმის დათვლის პროცედურა დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0