საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები დაიწყო

© FB / CEC of Georgiaარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს 64 ქალაქსა და რაიონში მერების პოსტზე პრეტენზიას 389 კანდიდატი აცხადებს, ხოლო მაჟორიტარული დეპუტატებისთვის გამოყოფილ 1088 ადგილზე - 4727 პრეტენდენტია

თბილისი,  21 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე  თვითმმართველი ორგანოების არჩევნები ტარდება. ხმის მიცემა 3,436 საარჩევნო უბანზე 08:00 საათზე დაიწყო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინფორმაციით, ამომრჩევლის საერთო რაოდენობა, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია, 3 440 123-ია.  

საქართველოს ტერიტორიაზე 3, 644  საარჩევნო უბანია გახსნილი (მათ შორის, 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი). ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და ასევე დამოუკიდებელი კანდიდატები დაარეგისტრირა.

საქართველოში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკომ 64 ქალაქისა და რაიონის მერების პოსტზე მთლიანობაში 389 კანდიდატი დაარეგისტრირა.

64 საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატებისთვის გამოყოფილ 1 088 ადგილზე პრეტენდენტი 4 727 კანდიდატია. დანარჩენ ადგილებს ის კანდიდატები დაიკავებენ, რომლებიც პარტიული სიით გავლენ.

არჩევნები - Sputnik საქართველო
საარჩევნო ყულაბა... ანუ რა ღირს „ოცნება“ და რატომ?!...

რაც შეეხება მერის არჩევნებს, ყველაზე მაღალი კონკურენცია თბილისშია — 13 ადამიანი, ყველაზე დაბალი კი ადიგენსა და ონში — 2-2 ადამიანი.

არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღემდე 18 წელი აქვს შესრულებული.

საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიისა და არჩევნების დაკვირვებისთვის საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 71 ადგილობრივი და 30 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია დაარეგისტრირა. არჩევნებს ადგილობრივი ორგანიზაციებიდან დააკვირდება 20 ათასი დამკვირვებელი, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან კი 600 დამკვირვებელი. 

ცესკომ ასევე დაარეგისტრირა 74 ადგილობრივი და საერთაშორისო საინფორმაციო საშუალება.

© Sputnik / Maria Tsimintiaადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები - Sputnik საქართველო
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები

 

ყველა ახალი ამბავი
0