ავსტრიის საპარლამენტო არჩევნებზე სებასტიან კურცის პარტიამ გაიმარჯვა

© photo: MFA of Georgia / FBსებასტიან კურცი
სებასტიან კურცი - Sputnik საქართველო
გამოწერა
არჩევნებზე გამარჯვებული პარტიის ლიდერმა პირობა დადო, რომ კოალიციასთან დაკავშირებულ საკითხს 26 ოქტომბრამდე გაარკვევს.

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. ავსტრიაში პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნები ჩატარდა, რომლის ინიციატორი 2017 წლის მაისში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი და ქვეყნის "სახალხო პარტიის" ლიდერი სებასტიან კურცი იყო, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

არჩევნებში მონაწილეობდა ზრდასრული მოსახლეობის 67%, ანუ 4,3 მილიონი ადამიანი.

სებასტიან კურცი - Sputnik საქართველო
ეუთოს თავმჯდომარე: საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობები უნდა გამტკიცდეს

ამომრჩევლის 31,4%-მა უპირატესობა მიანიჭა ავსტრიის "სახალხო პარტიას" (OEVP), რომლის სათავეშია ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, 31 წლის სებასტიან კურცი. მეორე ადგილზე 27,4%-ით გავიდა FPOE — მემარჯვენე-ნაციონალისტების პარტია. მესამეზე 26,7%-ით — სოციალ-დემოკრატიული პარტია (ლიდერი – კანცლერი კრისტიან კერნი).

არჩევნებში გამარჯვებული კურცი აცხადებს, რომ კოალიციის ფორმირებასთან დაკავშირებულ საკითხს 26 ოქტომბრამდე გაარკვევს, როდესაც ავსტრიის ნაციონალური დღე აღინიშნება. ახალი შემადგენლობის პარლამენტი 9 ნოემბერს შეიკრიბება. სხდომა პარლამენტის ისტორიულ შენობაში არ ჩატარდება, რადგან იქ 130-წლიანი უწყვეტი მუშაობის შემდეგ კაპიტალური რემონტი მიმდინარეობს. სხდომა საიმპერატორო სასახლის კომპლექსის ტერიტორიაზე გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0