გიორგი მღებრიშვილი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი მღებრიშვილი
გიორგი მღებრიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო და ჩინეთი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში ითანამშრომლობენ

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი ჩინეთში პირველი სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა, იტყობინება შინაგან საქმეთა სამინსიტროს პრესსამსახური.

ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მღებრიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრს, გუო შენგკუნს შეხვდება.

შეხზვედრაზე ხელი მოეწერება დოკუმენტს — „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ", რაც ორ ქვეყანას შორის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავებას და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ისახავს მიზნად.

ჩინეთში ვიზიტის განმავლობაში, გიორგი მღებრიშვილი ასევე ეწვევა პეკინის ტრანსპორტის მართვის ცენტრს.

ყველა ახალი ამბავი
0