სააკაშვილი საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დააჯარიმეს

© REUTERS / Sergei Karazyმიხეილ სააკაშვილი მოსტისკას სასამართლოს სხდომაზე
მიხეილ სააკაშვილი მოსტისკას სასამართლოს სხდომაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სააკაშვილს, როგორც მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელმაც ადმინისტრციული სამართალდარღვევა ჩაიდინა, უკრაინიდან გაძევების პროცედურა ემუქრება

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ლვოვის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში და მას 3400 გრივნის (დაახლოებით 130 დოლარი) ოდენობის ჯარიმა დააკისრა, იუწყება РИА Новости უკრაინის სასამართლო ხელისუფლების ვებგვერდზე სასამართლო ტრანსლაციაზე დაყრდნობით.

10 სექტემბერს სააკაშვილმა მომხრეების მხარდაჭერით გამშვებ პუნქტ "შეგინზე" მესაზღვრეებისა და პოლიციელების კორდონის გარღვევა და პოლონეთიდან უკრაინის ტერიტორიაზე მოხვედრა შეძლო. ამ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ხუთი მუხლით, მათ შორის საზღვარზე უკანონო გადაყვანის ორგანიზება და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა ადრე განაცხადა, რომ სააკაშვილთან გააჩნია პრეტენზიები მხოლოდ „საზღვრის უკანონო გადაკვეთის" გამო. ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო სანქცია 325 დოლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილი კიევშია: რა იქნება შემდეგ

სააკაშვილის ადვოკატმა მარკიან გალაბალამ განუცხადა РИА Новости-ს, რომ უკრაინის ხელისუფლებას მოსტისკის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შეუძლია უკრაინიდან პოლიტიკოსის გაძევების პროცედურა აამოქმედოს, როგორც მოქალაწეობის არმქონე პირის, რომელმაც ადმინისტრციული სამართალდარღვევა ჩაიდინა.

„სასამართლომ დაადგინა: სააკაშვილი დამნაშავედ მიჩნეულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენაში, რომელიც უკრაინის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 204-ე მუხლის მეორე ნაწილით [საზღვრის უკანონო გადაკვეთა] არის გათვალისწინებული და დაეკისროს ადმინისტრაციული სანქცია ჯარიმის სახით, რომელიც განისაზღვრა მოქალაქეთა შემოსავლის 200 დაუბეგრავი მინიმუმით, რაც 3400 გრივნას შეადგენს", — განაცხადა სასამართლოს თავმჯდომარემ, იური ბილოუსმა.

მანამდე პეტრო პოროშენკომ მას მოქალაქეობა ჩამოართვა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეს გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ სააკაშვილმა მოქალაქეობის მიღების მიზნით ანკეტის შევსებისას მიუთითა მცდარი ინფორმაცია, თითქოს მასზე საქართველოში სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ ყოფილა. თავად სააკაშვილი ამ დროს აშშ-ში იმყოფებოდა, შემდეგ კი პოლონეთი, ლიტვა და უნგრეთი მოინახულა.

ყველა ახალი ამბავი
0