ვიქტორ დოლიძე დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა

© photo: Sputnik / Sergei Subbotin / გადასვლა მედიაბანკშიკოპენჰაგენი
კოპენჰაგენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის წინ ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ევროპის ქვეყნების მთავრობების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე შეხვდა დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს საგარეო პოლიტიკის საკითხებში ბერინგ ლისბერგს, ნათქვამია უწყების პრესსამსახურის განცხადებაში.

შეხვედრა 21 სექტემბერს, დანიის სამეფოში ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები, და ასევე "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის მომზადება და მოლოდინები. სამიტი ბრიუსელში 24 ნოემბერს გაიმართება.

„ჩვენ ვმუშაობთ ბრიუსელში, რომ საქართველოს მიერ დაფიქსირებული პროგრესი ჯეროვნად აისახოს ნოემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის გადაწყვეტილებებში. დანიის სამეფო აფასებს საქართველოს ევროპულ, ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და იმ წვლილს, რომელიც თქვენს ქვეყანას შეაქვს უსაფრთხოების მიმართულებით", — განაცხადა ლისბერგმა.

ვიქტორ დოლიძე - Sputnik საქართველო
ისლანდია საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს

დოლიძემ აღნიშნა, რომდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერა, აღნიშნულია უწყების ვებგვერდზე.

გარდა ამისა, მხარეებმა საქართველოს განათლების სისტემა და ამ კუთხით თანამშრომლობის პერსპექტივები მიმოიხილეს. ასევე საუბარი შეეხო საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებსა და ზოგადად რეგიონში უსაფრთხოების საკითხებს. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულებით მუშაობის გაძლიერების საკითხებზე.

საქართველოს დელეგაციამ ვიქტორ დოლიძის ხელმძღვანელობით შეხვედრა დანიის პარლამენტშიც გამართა.

საქართველო-დანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 1 ივლისს დამყარდა. დანიის საელჩო საქართველოში 2006 წელს გაიხსნა. მხარეები თანამშრომლობენ სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში.

2009 წელს საქართველო პროგრამა "აღმოსავლეთ პარტნიორობის" წევრი გახდა, რომელიც ევროკავშირთან ექვსი ქვეყნის — აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, მოლდოვას, უკრაინისა და ბელარუსის პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ დაახლოებას ითვალისწინებს.

2010 წელს ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭომ ევროკომისიას გადასცა მანდატი, რომელიც მას ასოციაციის შესახებ ორმხრივი შეთანხმებების გაფორმების თაობაზე მოლაპარაკებების წარმართვის უფლებას აძლევდა. 2014 წელს საქართველომ და ევროკავშირმა გააფორმეს ასოცირების ხელშეკრულება, რომლის ძირითად ნაწილს წარმოადგენს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ შეთანხმება. მიმდინარე წლის 28 მაისიდან ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისათვის შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის ვიზები გააუქმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0