საქართველოს პრეზიდენტმა ცესკოს შესახებ „ქართული ოცნების" კანონპროექტი დაიწუნა

© FB / Giorgi Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს დაუბრუნებს კანონპროექტს, რომელიც, მისი აზრით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ ნდობას ასუსტებს.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „საარჩევნო კოდექსში" ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ფორმირების შესახებ შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო.

საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი 30 ივნისს მიიღო. ცვლილებების თანახმად, ცესკოში არსებული ადგილები განაწილდება არა იმ პარტიებს შორის, რომლებიც საპარლამენტო ან ადგილობრივი არჩევნების შედეგების მიხედვით სახელმწიფო დაფინანსებას იღებენ, არამედ იმ პარტიებს შორის, რომლებიც პარლამენტში შევლენ და ფრაქციებს შექმნიან.

ამასთან, თუ აქამდე ადგილები თანაბრად იყოფოდა იმ შვიდ პარტიას შორის, რომელიც ყველაზე მეტ სახელმწიფო დაფინანსებას იღებდა, ცვლილებების თანახმად, ადგილები მიღებული ხმების შესაბამისად უნდა განაწილდეს.

„თვითმმართველობის არჩევნების შედეგები აღარ იქნება ასახული ცესკოს შემადგენლობაში. ესეც რეალურად, ერთი მხრივ, თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობას აკნინებს, ხოლო მეორე მხრივ, ასუსტებს ცესკოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობის ხარისხს", — განაცხადა მარგველაშვილმა.

ვეტოს უფლების გამოყენება პრეზიდენტს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციურმა პარტიებმაც სთხოვეს, რომლებიც მანამდე მას შეხვდნენ და საკუთარი არგუმენტები გააცნეს.

პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირებაზე უარი განაცხადა

კანონის თანახმად, პრეზიდენტი კანონპროექტს პარლამენტს დაუბრუნებს, რომელიც შენიშვნებს განიხილავს და კენჭს უყრის. თუმცა, მმართველ პარტიას „ქართული ოცნება — დემოკრატიულ საქართველოს" პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად საკმარისი ხმები გააჩნია.

ამჟამად პარლამენტი შვებულებაშია, საშემოდგომო სესია სექტემბერში დაიწყება. ოქტომბრის ბოლოს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების არჩევნები გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0