პეტრო პოროშენკო საქართველოს ივლისში ეწვევა

© photo: Sputnik / Михаил Палинчак / გადასვლა მედიაბანკშიპეტრო პოროშენკო
პეტრო პოროშენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უკრაინელი კოლეგა საქართველოში აპრილში მოიწვია, როდესაც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს პავლ კლიმკინს უმასპინძლა თბილისში.

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საქართველოს ივლისში ეწვევა ოფიციალური ვიზიტით, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელზე დაყრდნობით. 

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
საყვარელიძე:უკრაინა სააკაშვილთან დაკავშირებით საქართველოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებთან.

„ვადასტურებთ, რომ ვიზიტი ივლისში შედგება. ახლა აქტიური მზადება მიმდინარეობს, ზუსტდება პროგრამის დეტალები, რასაც მოგვიანებით გაცნობებთ“, — განაცხადა საელჩოს თანამშრომელმა სააგენტოსთან საუბრისას.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უკრაინელი კოლეგა საქართველოში აპრილში მოიწვია, როდესაც თბილისში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს პავლ კლიმკინს უმასპინძლა. 

საქართველომ და უკრაინამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 22 ივლისს დაამყარეს. ორ ქვეყანას შორის გაფორმებულია 100-ზე მეტი შეთანხმება ორ- და მრავალმხრივ თანამშრომლობაზე სხვადასხვა მიმართულებებით. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ისეთ სფეროებს, როგორებიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ფინანსები, ჯანდაცვა, სპორტი, კულტურა და განათლება.

ყველა ახალი ამბავი
0