საქართველო და სერბეთი თანამშრომლობას ავითარებენ

© Сайт МИД Грузииმიხეილ ჯანელიძე და ალექსანდრი ვუჩიჩი
მიხეილ ჯანელიძე და ალექსანდრი ვუჩიჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს და სერბეთის მთავრობები პოლიტიკური დიალოგის, პარლამენტთაშორისი თანამშრომლობისა და კულტურული ურთიერთობების გააქტიურებას გეგმავენ.

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ბელგრადში სერბეთის პირველ პირებთან გამართა შეხვედრები, მხარეებმა ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმის ამოქმედების აუცილებლობა აღნიშნეს, ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სერბ კოლეგა ივიცა დაჩიჩთან და სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.

შეხვედრებზე სურვილი გამოითქვა საქართველო-სერბეთის პოლიტიკური დიალოგის, პარლამენტთაშორისი თანამშრომლობისა და კულტურული და ხალხთაშორისი ურთიერთობების გააქტიურების შესახებ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
საქართველო და საბერძნეთი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადიან

ახლო მომავალში ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისთვის დაგეგმილია სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ მთავრობათშორისი ხელშეკრულების ხელმოწერა.

მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისა და ასევე თბილისსა და ბელგრადს შორის პირდაპირი საჰაერო ფრენების განხორციელების აუცილებლობა. ამ კონტექსტში აღინიშნა ქვეყნებს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ ორმხრივი შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობა. შეთანხმება სერბული მხარის მიერ იყო ინიცირებული.

ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავარმა დიპლომატმა მონაწილეობა მიიღო სერბეთის ახლადარჩეული პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიაში. ღონისძიება, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის ხუთი ათასმა მაღალჩინოსანმა მიიღო მონაწილეობა, ბელგრადში 23 ივნისს გაიმართა.

ჯანელიძემ ვუჩიჩს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მისალოცი წერილი გადასცა.

სერბეთის ექს-პრემიერმა ალექსანდრ ვუჩიჩმა საპრეზიდენტო არჩევნების (2 აპრილს) საბოლოო შედეგების მიხედვით გამარჯვება მოიპოვა, მან ხმების 55,8% მიიღო. ექს-პრეზიდენტ ტომისლავ ნიკოლიჩს უფლებამოსილების ვადა 31 მარტს ამოეწურა. ამავე დღეს ვუჩიჩმა პრეზიდენტის ფიცი დადო. სერბეთში სახელმწიფო მეთაურის მანდატი ხუთწლიანია.

საქართველომ და სერბეთმა დიპლომატიური ურთიერთობა 1995 წლის 26 ივნისს დაამყარეს. როგორც საქართველოს საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, ქვეყნებს შორის თანამშრომლობა აქტიური არ არის, თუმცა, არსებობს ეკონომიკისა და კულტურის სფეროებში ურთიერთობების გაღრმავების პოტენციალი.

ყველა ახალი ამბავი
0