ჟურნალისტები პრესკონფერენციაზე

Freedom House: საქართველოში ნაწილობრივ თავისუფალი მასმედიაა

23
Freedom House-მა საქართველოში მასმედიის თავისუფლების დონე 1-დან 100-მდე შკალით 50 ქულით შეაფასა.

თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის მოხსენების "პრესის თავისუფლება 2017" თანახმად, საქართველო კვლავ ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში ნაწილობრივ თავისუფალი მასმედიით.

მოხსენების თანახმად, 2017 წელს საქართველომ 50 ქულა მიიღო, რაც 2016 წლის მონაცემზე ერთი ქულით მეტია. Freedom House თავისუფლების დონეს 100-ქულიანი შკალით აფასებს, სადაც 0 — ყველაზე თავისუფალი პრესაა, ხოლო 1000 — აბსოლუტურად არათავისუფალი.

ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან თავისუფალი პრესა მხოლოდ ლატვიაში (26 ქულა), ლიტვასა (21 ქულა) და ესტონეთშია (16 ქულა). საქართველოს გარდა, ნაწილობრივ თავისუფალია მასმედია უკრაინაში (53) და მოლდოვაში (56).

საქართველომ წელს ყველ ახლო მეზობელს გაუსწრო. მოხსენების მიხედვით, სომხეთს აქვს 63 ქულა, თურქეთს — 76, რუსეთს — 83, აზერბაიჯანს — 90. Freedom House-მა ამ ქვეყნებს არათავისუფალი მასმედიის მქონე ქვეყნები უწოდა.

ყველაზე ცუდი მაჩვენებლები აქვს ჩრდილოეთ კორეას (98 ქულა), თურქმენეთსა (98) და უზბეკეთს (95).

რეიტინგის სათავეშია ნორვეგია (8 ქულა), ნიდერლანდები (11) და შვედეთი (11).

Freedom House-მა გააანალიზა მასმედიის თავისუფლების მდგომარეობა 199 ქვეყანასა და ტერიტორიაზე. აქედან 61 შემთხვევა თავისუფალი მასმედიაა, 72 — ნაწილობრივ თავისუფალი და 66 — არათავისუფალი.

23