სესიაშვილმა „ნაცმოძრაობის“ წევრი თავისი შვილის შესახებ ტყუილში დაადანაშაულა

© courtesy of Irakli Sesiashviliირაკლი სესიაშვილი
ირაკლი სესიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ თავისი ვაჟის უდანაშაულობის შესახებ განაცხადა და პროკურატურას მოუწოდა, ცილისწამების ფაქტთან დაკავშირებით ოპოზიციონერის მიმართ ზომები მიიღოს.

თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა მთავარ პროკურატურაში განცხადება შეიტანა, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, კოტე იოსელიანს თავისი შვილის მიმართ – თითქოს ის ქურდობაში მონაწილეობდა – ტყუილში ადანაშაულებს.

იოსელიანმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ირაკლი სესიაშვილის ვაჟმა დავითმა მიმდინარე წელს მუშაობა დაიწყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს–ი). სამსახურის დაწყების წინ, პროცედურების გავლისას, მას აუღეს თითების ანაბეჭდი, რომელიც დაემთხვა თბილისში ავტომობილიდან ქურდობის საქმეზე თანდართულ ანაბეჭდებს. მისი თქმით, ამის შესახებ იცოდა როგორც სუს–ის უფროსმა, ისე ქვეყნის მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, თუმცა მათ თითქოსდა მიჩქმალეს საქმე.

„გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა მტკიცებით ფორმაში განაცხადა, რომ, თითოქოს ჩემს შვილს დანაშაულთან ჰქონდა კავშირი და მეტიც, სამართალდამცველებმა თითქოს მიჩქმალეს აღნიშნული საქმე. ამიტომ დღეს მოვედი პროკურატირაში და მივმართავ პროკურატურას, რომ ერთი მხრივ ფაქტი გამოიძიონ, რომ საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე, რომ ჩემს შვილს, რა თქმა უნდა, არ და ვერ ექნებოდა ვერანაირი კავშირი ამ ქურდობასთან და მეორე მხრივ, სამართლებრივი რეააგირება მოახდინონ ცრუ დასმენაზე“, – განუცხადა სესიაშვილმა ჟურნალისტებს.

პარლამენტი - Sputnik საქართველო
ხმაური პარლამენტში: სუს-ის უფროსის ანგარიში და დეპუტატების დაპირისპირება

რაც შეეხება ავტომობილიდან ქურდობას, დანაშაული ორი წლის წინ მოხდა. ის დღემდე გამოძიებული არ არის. ავტომობილი დავით სესიაშვილის ბავშვობის მეგობარს ეკუთვნის. დეპუტატი არ უარყოფს, რომ ავტომობილში ნამდვილად იყო თავისი ვაჟის თითის ანაბეჭდები, მაგრამ ეს არ მეტყველებს იმაზე, რომ ის დამნაშავეა. კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე თხოვნით მიმართა პროკურატირას, გამოიძიოს ეს საქმე და დაადგინოს დამნაშავეები.

„ხუთი წლიდან ჩემი შვილი მეგობრობს ამ ადამიანთან, ისევე, როგორც მისი მშობლები არიან ჩემი ბავშვობის მეგობრები. თავისთავად ცხადია, ყოველდღიურ რეჟიმში მათ ჰქონდათ ურთიერთობა. ამ მანქანაზე აღმოჩენილია რამდენიმე ადამიანის თითის ანაბეჭდები, მათ შორის ჩემი შვილის, და თავისთავად ცხადია, ეჭვი არ შეეპარება საღად მოაზროვნე საზოგადოებას, რომ ეს ბუნებრივი რამ არის, როცა ავტომობილზე რამდენიმე ადამიანის ანაბეჭდია მით უმეტეს, იმათი, რომლებიც ბავშვობის მეგობრები არიან“, – დასძინა სესიაშვილმა. 

ამ საკითხის შესახებ განცხადება სუს–მა გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ დავით სესიაშვილი ნამდვილად მუშაობს დეპარტამენტის საინფორმაციო–ანალიტიკურ დეპარტამენტში და ის არანაირ სამართალდარღვევაში არ მონაწილეობდა.


ყველა ახალი ამბავი
0