პედრო აგრამუნტი

ქართველმა დეპუტატებმა პედრო აგრამუნტს გადადგომისკენ მოუწოდეს

24
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქართულმა დელეგაციამ ასამბლეის პრეზიდენტ პედრო აგრამუნტის მიმართ პატივისცემა გამოხატეს, მაგრამ ამავე დროს, გადადგომისკენ მოუწოდეს.

თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქართულმა დელეგაციამ ასამბლეის პრეზიდენტ პედრო აგრამუნტს გადადგომისკენ მოუწოდა. ამის მიზეზი ისაა, რომ აგრამუნტი სირიაში გაემგზავრა, რომლის დროსაც დელეგაცია ქვეყნის პრეზიდენტ ბაშარ ასადს შეხვდა.

რუსი დეპუტატების დელეგაცია ვიცე-სპიკერ ვლადიმირ ვასილიევის ხელმძღვანელობით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ერთად სირიას მარტში ეწვია. ორშაბათს, როდესაც საგაზაფხულო სესია გაიხსნა, ასამბლეაში აგრამუნტისთვის უნდობლობის ვოტუმის გამოცხადებას შეეცადნენ. აგრამუნტმა, თავის მხრივ, ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ მისი გამგზავრება სირიაში შეცდომა იყო. 

„მინდა გამოვხატო ჩემი პოზიცია ჩვენი ასამბლეის წევრებისა და პრეზიდენტ აგრამუნტის სირიაში ვიზიტთან დაკავშირებით. მიუხედავად ბატონი აგრამუნტის, ესპანელი სენატორისადმი ჩემი პატივისცემის, მინდა მოვუწოდო მას, რომ დაუყოვნებლივ გადადგეს", — განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან" ზვიად კვაჭანტირაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო სესიის მსვლელობისას. მის გამოსვლას ტელეკომპანია Rustavi2 გადასცემდა.

აგრამუნტი ვიზიტის დროს აღნიშნავდა, რომ სირიაში „სრულებით კერძო ხასიათის როლით ჩავიდა და ასამბლეას არ წარმოადგენდა". თუმცა, ასამბლეაში თავმჯდომარის სირიაში ჩასვლას მკვეთრი კრიტიკა გამოიწვია. დეპუტატებმა ადგილიდან მოითხოვეს აგრამუნტისგან ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება, ვოტუმის თაობაზე მოსმენის ჩატარება და ამ საკითხის კენჭისყრაზე დაყენება.

დეპუტატები შეეცადნენ ასამბლეის რეგლამენტის ცვლილების ინციატივა მიეღოთ, მაგრამ ვერ შეძლეს, რადგან ხმების აუცილებელი ორი მესამედი ვერ მოაგროვეს.

აგრამუნტთან დაკავშირებით დებატები სამშაბათს გაიმართება.

24