საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან მოლაპარაკებები გამართა

© FB / Георгий Маргвелашвилиგიორგი მარგველაშვილი და სეიფულა ჰაჯიმუფთუოღლუ
გიორგი მარგველაშვილი და  სეიფულა ჰაჯიმუფთუოღლუ - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქართულ-თურქული თანამშრომლობისა და აზერბაიჯანთან თანამშრომლობის საკითხები.

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. თბილისში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თურქეთის უშიშროების საბჭოს მდივან სეიფულა ჰაჯიმუფთუოღლუსთან ერთად თანამშრომლობის საკითხები განიხილა, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

შეხვედრას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ესწრებოდნენ. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებას, შავი ზღვის თანამშრომლობის განვითარებას, თურქეთ-საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობას და გაძლიერებას.

თურქეთი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი თურქეთის რეფერენდუმზე: ჩვენ პატივს ვცემთ მოსახლეობის არჩევანს

„ვისაუბრეთ სამმხრივ შეხვედრებზე — თურქეთის, საქართველოს და აზერბაიჯანის უშიშროების საბჭოების ერთობლივ მემორანდუმზე. განვიხილეთ აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატი, როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკურ და ენერგეტიკულ სფეროებში. ფიქრობთ, რომ მიმდინარე წელს შედგება საქართველოს და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა", — განაცხადა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა თურქულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის.

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუასთან, თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან, საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროს დავით სუჯაშვილთან, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივან მინდია ჯანელიძესთან და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.

ყველა ახალი ამბავი
0