პუტინი და ერდოღანი სოჭში 3 მაისს შეხვდებიან

© REUTERS / Brendan McDermidთურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა ვლადიმირ პუტინისა და რეჯეფ თაიიფ ერდოღანის მომავალი შეხვედრის მთავარ თემებზე ისაუბრა.

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი რუსეთს 3 მაისს ეწვევა და თავის რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინს შეხვდება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости პუტინის პრეს-მდივან დმიტრი პესკოვზე დაყრდნობით.

პუტინი ერდოღანს სოჭში შეხვდება და მასთან სირიაში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებს.

"პატივცემული პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი 3 მაისს რუსეთს ვიზიტით ეწვევა", — განუცხადა РИА Новости-ს თურქეთის პრეზიდენტის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა.

ლევან იზორია - Sputnik საქართველო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აშშ-ის სირიაზე მიტანილ იერიშს პროპორციულად მიიჩნევს

უახლოეს პერიოდში შეხვედრის შესაძლებლობა ერდოღანმა ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრისას განიხილა.

მანამდე პუტინმა ერდოღანს რეფერენდუმის შედეგები მიულოცა, რომელიც ქვეყნის საპრეზიდენტო მმართველობაზე გადასვლას ითვალისწინებს.

როგორც რუსეთში თურქეთის ელჩმა ჰუსეინ დირიოზმა მარტში განაცხადა, რუსეთი და თურქეთი არა მხოლოდ დაუბრუნდნენ კრიზისამდე არსებული ურთიერთობების დონეს, არამედ დაისახეს ამ ურთიერთობების განვითარების ახალი მიზნები.

რაც შეეხება ვითარებას სირიაში, 4 აპრილს სირიის ოპოზიციამ განაცხადა, რომ იდლიბის პროვინციაში ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად 80 ადამიანი დაიღუპა და 200 დაშავდა.

7 აპრილის გამთენიისას შეერთებულმა შტატებმა სამხედრო–საზღვაო ხომალდებიდან ფრთოსანი რაკეტებით შეუტია სირიის პროვინცია ჰომსში მდებარე შაირათის აეროდრომს, საიდანაც, არსებული ინფორმაციით, განხორციელდა ქიმიური შეტევა პროვინცია იდლიბზე. პენტაგონის ცნობით, სულ შეტევაში 59 ფრთოსანი რაკეტა მონაწილეობდა. ჰომსის გუბერნატორის განცხადებით, დაიღუპა 7 ადამიანი: 5 სამხედრო და ორიც ახლომდებარე სოფელში მცხოვრები სამოქალაქო პირი.

ყველა ახალი ამბავი
0