საქართველოს პირველ პრეზიდენტს 78 წელი შეუსრულდებოდა

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიზვიად გამსახურდია
ზვიად გამსახურდია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.

თბილისი, 31 მარტი — Sputnik. საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას 31 მარტს 78 წელი შეუსრულდებოდა.

ზვიად გამსახურდია საქართველოს პირველი პრეზიდენტი იყო და ამ სტატუსით ქვეყნის სათავეში 1991 წლის 26 მაისიდან 1992 წლის იანვრამდე იდგა. მანამდე, 1990 წლიდან ის საქართველოს უზენაეს საბჭოს ხელმძღვანელობდა. გამსახურდიას დროს საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.

ზვიად გამსახურდია მერაბ კოსტავასთან ერთად ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობას ხელმძღვანელობდა, რომელიც XX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს გააქტიურდა. თბილისში 1988-1989 წლებში უამრავი საპროტესტო აქცია ჩატარდა. მომიტინგეთა ძირითადი მოთხოვნა საქართველოს სსრკ-დან გამოსვლა იყო. ერთ-ერთი მანიფესტაცია ისტორიაში "სისხლიანი კვირის" სახელით შევიდა — ეს 1989 წლის 9 აპრილი იყო, როდესაც თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე გამართული მრავალათასიანი მიტინგის დაშლის შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი, დაშავდა ათეულობით ადამიანი.

პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების“ ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია - Sputnik საქართველო
კონსტანტინე გამსახურდია: 2016 წლის არჩევნები ორი პარტიის ძიძგილაობად გადაიქცა!

1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ნოემბერში გამსახურდია საქართველოს უზენაეს საბჭოს ჩაუდგა სათავეში, 1991 წლის მაისში ის საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს. სამოქალაქო დაპირისპირების შედეგად, რომელიც "თბილისის ომის" სახელით არის ცნობილი, 1992 წლის იანვარში ის სახელმწიფოს მეთაურის პოსტიდან გადააყენეს. ერთი წლის განმავლობაში ის დევნილობაში ცხოვრობდა — ჯერ აზერბაიჯანში, შემდეგ სომხეთში, ბოლოს კი ჩეჩნეთში.

1993 წლის შემოდგომაზე ის საქართველოში დაბრუნდა, სადაც იმავე წლის 31 დეკემბერს სამეგრელოს სოფელ ხიბულაში დღემდე გაურკვეველ გარემოებაში დაიღუპა.

1994 წლის თებერვალში სოფელ ჯიხაშკარში დაკრძალული გამსახურდიას ცხედარი ოჯახის მოთხოვნით გროზნოში გადაასვენეს და ქალაქის მთავარი მოედნის სიახლოვეს დაკრძალეს. შემდგომ, ჩეჩნეთში მომხდარი საომარი მოქმედებების შედეგად, საფლავი დაიკარგა და ის მხოლოდ 2007 წელს აღმოაჩინეს. პირველი პრეზიდენტის ნეშტის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დონის როსტოვში ჩატარდა.

"ვარდების რევოლუციის" შემდეგ 2004 წელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ხსოვნის წლად გამოცხადდა. 2007 წლის მარტში გამსახურდიას ნეშტი ჩეჩნეთიდან ჩამოასვენეს და თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონის ტერიტორიაზე დაკრძალეს.

ყველა ახალი ამბავი
0