საქართველოს აეროპორტები ევროპის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლისთვის ემზადებიან

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოსაცდელი დარბაზი
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოსაცდელი დარბაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისისა და ქუთაისის აეროპორტები, ევროკავშირის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შედეგად მგზავრთა ნაკადის გაზრდასთან დაკავშირებით, ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციის სამუშაოებს აწარმოებენ.

თბილისი, 26 მარტი — Sputnik. საქართველო ევროკავშირთან ვიზების გაუქმებას ელოდება – თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში ევროპასთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებისთვის მზადება დაიწყო.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დილიდან საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მორთეს, მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რათა მგზავრების გაზრდილი ნაკადის მომსახურება შეუფერხებლად წარიმართოს.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერი უვიზო რეჟიმის აღსანიშნავად სტუდენტებთან ერთად ევროპაში გაემგზავრება

ევროკავშირის სიმბოლიკით მორთეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიც. ტერმინალში იგეგმება სარეგისტრაციო მაგიდების რაოდენობის გაზრდა, შემდეგ ეტაპზე კი – თვითონ ტერმინალის გაფართოება.

"ჩვენ მგზავრთა გაზრდილი ნაკადის დასახვედრად ინფრასტრუქტურა გადავაკეთეთ. დავამატეთ სარეგისტრაციო დახლები, ერთი გასასვლელი, დავნერგეთ გარკვეული პროცედურები, რომ რიგის რეგულირება მომხდარიყო", – განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ქეთევან ალექსიძემ ტელეკომპანია Imedi–ს ეთერში.

მისი თქმით, იქმნება სპეციალური დეკორაციებით და ტურისტებს სურპრიზები ელოდებათ.

"თბილისის აეროპორტში ამჟამად მასშტაბური პროექტი ხორციელდება. ივლისის თვისთვის ახალი ტერმინალი გვექნება. TAV-Georgia აეროპორტში გარკვეულ ცვლილელებს ახორციელებს, რათა მგზავრთა ნაკადს უპრობლემოდ მოვემსახუროთ", – განაცხადა ალექსიძემ.

თბილისში ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმების აღნიშვნა დღეს დილიდან დაიწყო. საზეიმო ღონისძიებების მასშტაბური პროგრამა 26 და 27 მარტისთვის თბილისის მერიამ მოამზადა.

ევროკავშირის უვიზო რეჟიმი საქართველოსთან 28 მარტს ამოქმედდება. საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში 180-დან 90 დღის განმავლობაში უვიზოდ ყოფნას შეძლებენ.

თბილისობა - Sputnik საქართველო
ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას თბილისში კონცერტით აღნიშნავენ

სადღესასწაულო ღონისძიებები განახლებული აღმაშენებლის გამზირზე "ახალი ტფილისის" ტერიტორიაზე და ასევე ევროპის მოედანზე იმართება.

მთელი დღის განმავლობაში სტუმრებს შეეძლოთ ქართული და ევროპული კერძების დაგემოვნება, ასევე მუსიკის მოსმენა, რომელიც მათ ქართველმა დიჯეებმაშესთავაზეს: Nika J, Tomma, Bacho, Cobert, Gacha Bakradze, Luna989, Misho Urushadze.

ქუჩაზე ბავშვებისთვის სპეციალური სივრცეები მოეწყო. დღევანდელი დღე ევროპული მუსიკის კონცერტით დასრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0