ლუკაშენკომ პირობა დადო, რომ ბელარუსში უკრაინული მოვლენების განვითარებას არ დაუშვებს

© AFP 2024 / Maxim GUCHEK / BELTAალექსანდრ ლუკაშენკო
ალექსანდრ ლუკაშენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ქვეყანაში მიმდინარე სიტუაციის შესახებ საკუთარი ხედვა გროდნენსკის ოლქში მდებარე საწარმო „არვიბელაგროს" მუშებს გაუზიარა.

თბილისი, 26 მარტი — Sputnik. ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ქვეყანაში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების კომენტირებისას განაცხადა, რომ ოპოზიცია არ დამშვიდებულა, იუწყება Sputnik ბელარუსი".

ვიღაცას მდგომარეობის არევა სურს — ისინი ჩვენს მათხოვრებს" იყენებენ. სიმართლე გითხრათ, ერთგვარად დავმშვიდდი კიდეც: 1900-იანი წლები, 2005, 2010 წელი. ვიფიქრე: ალბათ, ისინიც უკვე დამშვიდდნენ… თურმე მსგავსი არაფერი ყოფილა!", — განაცხადა ლუკაშენკომ გროდნენკოს ოლქში სტუმრობისას. 

გიორგი მარგველაშვილი და ალექსანდრ ლუკაშენკო - Sputnik საქართველო
მარგველაშვილმა და ლუკაშენკომ უსაფრთხოების საკითხები განიხილეს

ბელარუსის პრეზიდენტმა გროდნენკოს საწარმოს არვიბელაგროს" კოლექტივთან შეხვედრისას მუშების კითხვებს გასცა პასუხი, მათ შორის, ქვეყანაში მიმდინარე სიტუაციის შესახებ.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ 2014 წელს უკრაინაში მომხდარი მოვლენების განვითარების განმეორებას ქვეყანაში არ დაუშვებს.

მიმდინარე კვირას სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა მასობრივ არეულობაში მონაწილე რამდენიმე მოქალაქის მომზადების ფაქტთან დაკავშირებით: ოპერმუშაკებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩხრეკები ჩაატარეს — საქმის 26 ფიგურანტის პირადი ჩხრეკისას ცივი და ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე ასაფეთქებელი ნივთიერებები ამოიღეს.

ბოლო თვის განმავლობაში ბელარუსში მასობრივი საპროტესტო აქციები ჩატარდა. ოპოზიციამ მინსკში 25 მარტს, ე.წ. ნების დღეს, ასევე არასანქცირებული მიტინგი გამართა, რომელიც თავისუფლების დღეს მიეძღვნა.

ყველა ახალი ამბავი
0