აღმაშენებლის გამზირი

თბილისში ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას იზეიმებენ

28
(განახლებულია 11:56 28.03.2017)
საქართველოსთან ევროკავშირის მიერ უვიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით თბილისის ცენტრში 27 მარტს გალა-კონცერტი გაიმართება.

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით, თბილისში სხვადასხვა ღინისძიება გაიმართება, რომელიც გრანდიოზული გალა-კონცერტით დასრულდება, განაცხადა დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ.

ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ძალაში 28 მარტს შევა. საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში 180-დან 90 დღის განმავლობაში უვიზოდ ყოფნას შეძლებენ.

ახალი თბილისის ტერიტორიაზე, ანუ განახლებული აღმაშენებლის გამზირზე, მთელი დღის განმავლობაში ძალიან ბევრი საინტერესო ღონისძიება ჩატარდება. თანამოქალაქეებს, როგორც დიდებს ისე პატარებს, სხვადასხვა გასართობი და სანახაობითი პროგრამა ელოდებათ", — განაცხადა პრეს-კონფერენციაზე დავით ნარმანიამ.

გასართობი ღონისძიებები სახელწოდებით ევროპა ჩვენს ქუჩაზე" აღმაშენებლის გამზირზე 26 მარტს გაიმართება, 27 მარტს კი ევროპის მოედანზე გრანდიოზული გალა-კონცერტი ევროპისკენ" ჩატარდება. კონცერტი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება, იუწყება კულტურის საქალაქო სამსახური.

ევროკავშირმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე დიალოგი 2012 წელს დაიწყო. 2013 წლის თებერვალში ევროკომისიამ საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა წარუდგინა. 2015 წლის დეკემბერში ევროკომისიამ წარადგინა მოხსენება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ საქართველომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის ყველა პირობა შეასრულა.

28