საქართველოს მთავრობის ბრიფინგების დარბაზი

თბილისში სამთავრობო ქალაქი გაჩნდება

62
(განახლებულია 17:06 23.03.2017)
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ სამთავრობო ქალაქის შექმნით თბილისის ცენტრში ბევრი საოფისე და სასტუმროსთვის განკუთვნილი ადგილი გამოთავისუფლდება.

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. თბილისში, ორთაჭალაში, სამთავრობო ქალაქი აშენდება, რომელშიც საქართველოს პრაქტიკულად ყველა სამინისტრო განთავსდება, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე.

მან აღნიშნა, რომ მართვის რეფორმის ფარგლებში გათვალისწინებულია ერთიანი მომსახურების ოფისის შექმნა "ბიზნეს-სახლის" სახელწოდებით. მის გვერდით გაჩნდება სამთავრობო ქალაქიც.

„გამოიყო ძალიან დიდი ტერიტორია, სადაც სამინისტროები იქნება გადატანილი. ეს ერთის მხრივ იქნება ძალიან კარგი, რადგან ქალაქის ცენტრში გამოთავისუფლდება ბევრი საოფისე სივრცე თუ ადგილი სასტუმროსთვის, ხოლო, მეორეს მხრივ, წახალისდება მშენებლობის სექტორი”, — განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერი დარწმუნებულია, რომ ერთეული გამონაკლისების გარდა, ერთ უბანში სამინისტროების გადატანა უზრუნველყოფს როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვის მომსახურების თვისობრივად სხვა ეტაპზე გადასვლას.

მიმაჩნია, რომ ეს არის ხარჯების ოპტიმიზაციისთვის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება. ასევე ჩვენ ვართ ტურისტული ქვეყანა და თბილისი უნდა იყოს ტურისტული ქალაქი. არის ბევრი სამინისტრო, რომელიც ისეთ ლოკაციაშია განთავსებული, სადაც უმჯობესია, რომ 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო იყოს, რაც კიდევ უფრო გაზრდის ქალაქის ეკონომიკასა და ტურისტების მიღებაში შეუწყობს ხელს ქვეყანას", — აღნიშნა გახარიამ.

სამთავრობო ქალაქი გულუას ქუჩაზე აშენდება.

საქართველოს მთავრობის შემადგენლობაშია 16 სამინისტრო და ორი სახელმწიფო მინისტრის აპარატი. ყველა სამთავრობო უწყება, პრაქტიკულად, ქალაქის ცენტრშია განთავსებული.

62