თავდაცვის სამინისტრო უარყოფს რუსეთიდან სომხეთში სამხედრო ტექნიკის ტრანზიტს

© courtesy of Ministry of Defence of Georgiaთავდცვის სამინისტრო
თავდცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს თვდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ უკვე მრავალი წელია მათთვის არ მიუმართავთ არც რუსეთიდან და არც სომხეთიდან სამხედრო ტექნიკის ტრანსპორტირებისათვის ტერიტორიის მოთხოვნით.

თბილისიმ 23 მარტი — Sputnik. ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოს ტერიტორიის გავლით რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით სამხედრო ტექნიკა გადაადგილდებოდა, არ შეესაბამება სინამდვილეს, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოთხშაბათს, ყოფილი მმართველი პარტიის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რომ ბოლნისის რაიონში შეამჩნიეს რამდენიმე სატვირთო ავტომანქანა რუსული ნომრებით. წიკლაურის განცხადებით, სავარაუდოდ ეს იყო თვითმავალი სარაკეტო კომპლექსი "БУК" და ტვირთო რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით გადაჰქონდათ.

"გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დღეს რუსული სამხედრო ტექნიკა, საქართველოს გავლით, ტრანზიტული დანიშნულებით სომხეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არის არასამხედრო სამოქალაქო დანიშნულების ტექნიკა. თავდაცვის სამინისტრო გასცემს ნებართვებს სამხედრო პროდუქციის ტრანზიტზე, თუმცა ამ შემთხვევაში, მსგავსი ნებართვა არ გაცემულა, — ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მოგახსენებთ, რომ სამხედრო პროდუქციის ტრანზიტზე წლებია, არც სომხეთიდან და არც რუსეთიდან თავდაცვის სამინისტროსთვის არ მოუმართავთ და შესაბამისად, არც ნებართვა გცემულა, — აღნიშნავენ სამინისტროში.

ყველა ახალი ამბავი
0