მიხეილ ჯანელიძე "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში თავის წვლილს შეიტანს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე
საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას მიიღებს ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალში.

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება, სადაც 22 მარტს მონაწილეობას მიიღებს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრაში.

მინისტერიალში, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი უხელმძღვანელებს, მონაწილეობას მიიღებენ 68 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში. რუსული მასმედიის ინფორმაციით, რუსეთის წარმომადგენლები ამ შეხვედრაზე არ მიუწვევიათ.

თბილისი - Sputnik საქართველო
NUMBEO: საქართველო უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში მეშვიდეა

მინისტერიალის ფარგლებში მონაწილეები იმსჯელებენ "ისლამური სახელმწიფოსგან" მომდინარე საფრთხეებზე, კოალიციის მიერ წარმოებულ ოპერაციებზე და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხებზე.

საქართველო გლობალური კოალიციის წევრი 2014 წლიდან არის. კოალიციის მიზანია "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება და რეგიონში ტერორიზმიდან გამომდინარე საფრთხეებისა და შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის აღმოფხვრა. კოალიციის პირველი მინისტერიალი 2014 წლის 3 დეკემბერს ბრიუსელში გაიმართა.

სხვადასხვა შეფასებებით, ისლამური სახელმიფოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორია 90 ათას კვადრატულ კილომეტრამდეა. ტერორისტული ორგანიზაციის წევრთა რაოდენობა 50–დან 200 ათას ბოევიკამდე მერყეობს.

ყველა ახალი ამბავი
0