პოლიციელების სპეცრაზმი ვითარების მოსაგვარებლად ბათუმის ქუჩებში გამოჰყავთ

„ნაცმოძრაობამ“ ბათუმში დაანონსებული საპროტესტო აქცია არ ჩაატარა

31
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს ბათუმში საპროტესტო აქციის გამართვაზე უარი განაცხადა.

თბილისი, 12 მარტი – Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (ენმ) ბათუმში დაგეგმილ საპროტესტო აქციას არ გამართავს, განაცხადა ბრიფინგზე პარტიის წარმომადგენელმა მირდატ ქამადაძემ.

გუშინ ენმ–მ ბათუმის აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადა და მომხრეები თბილისში რუსთაველის გამზირზე გამოიყვანა. მოგვიანებით პარტია განცხადებით გამოვიდა, დაგმო ძალადობა და მოსახლეობას მშვიდობიანი პროტესტისკენ მოუწოდა.

„იმისთვის, რომ საზოგადოება არ იყოს დაძაბულ მდგომარეობაში, ჩვენ დღეს, 18:00 საათისთვის დაანონსებული აქცია გავაუქმეთ, აღარ გაიმართება ეს აქცია. ხელისუფლებას მოვუწოდებთ, ნაცვლად ამ ფაქტის პოლიტიკური განცხადებებისა და ოპონენტებზე გადაბრალებისა, დაუყოვნებლივ გამოიძიოს გუშინ განვითარებული ვანდალური მოვლენები“, განაცხადა ქამადაძემ და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ცდილობს, ყველაფერი სწორედ ენმ–ს გადააბრალოს.

ბათუმში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც შაბათს, 11 მარტს საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ბათუმის ცენტრში უკანონო პარკირებისთვის ერთ-ერთ მძღოლს ჯარიმა გამოუწერა, რასაც იგი არ დაემორჩილა და ურთიერთშელაპარაკება არეულობაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა ექვსი ადამიანი დააკავეს, რის შემდეგაც ქალაქის ქუჩებში ასობით ადამიანი აჭარის პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნით გამოვიდა. სტიქიური აქცია არეულობაში გადაიზარდა. მომიტინგეებმა დაწვეს ავტომობილები და ბლოკირებული ჰქონდათ  პოლიციის შენობა. სპეცდანიშნულების რაზმმა სიტუაცია განმუხტა.

 

31
თემები:
არეულობა ბათუმში: ვერსიები და ვარაუდები (40)