უჩა ნანუაშვილი

უჩა ნანუაშვილი: ხელისუფლების ვალდებულებაა ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცეს

19
ბათუმში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც შაბათს საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ბათუმის ცენტრში უკანონო პარკირებისთვის ერთ-ერთ მძღოლს ჯარიმა გამოუწერა, რასაც იგი არ დაემორჩილა და ურთიერთშელაპარაკება არეულობაში გადაიზარდა.

თბილისი, 12 მარტი – Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ბრიფინგი გამართა, ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

„საქართველოს სახალხო დამცველი აღშფოთებას გამოთქვამს ქალაქ ბათუმში გასული ღამის განმავლობაში მიმდინარე მოვლენების გამო. ხელისუფლების ვალდებულებაა სრულყოფილი გამოძიების შედეგად ამომწურავი პასუხი გაეცეს ყველა კითხვას, რაც ამ მოვლენებმა საზოგადოებაში გააჩინა,“ — აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, ფართომასშტაბიანი ძალადობის პრევენცია მაინც ვერ მოხდა. უჩა ნანუაშვილი სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს ჩაატარონ სრულყოფილი და ეფექტური გამოძიება დამნაშავეთა გამოვლენის და სასამართლოს წინაშე წარდგენის მიზნით.

„გამოძიებული უნდა იყოს პოლიციის მხრიდან ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი და უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევები, თუკი ასეთს ჰქონდა ადგილი. გამოძიების ფარგლებში უნდა დაგინდეს, აღნიშნული ძალადობრივი ქმედებები და დაპირისპირება მართლაც სპონტანურად დაწყებული საპროტესტო აქციის შედეგი იყო, თუ მართული პროცესი,“ — აცხადებს უჩა ნანუაშვილი. 

მისი აზრით, დაუშვებელია, მსგავსი დაპირისპირებები პოლიტიკური მანიპულაციებისთვის იყოს გამოყენებული.

ბათუმში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც შაბათს საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ბათუმის ცენტრში უკანონო პარკირებისთვის ერთ-ერთ მძღოლს ჯარიმა გამოუწერა, რასაც იგი არ დაემორჩილა და ურთიერთშელაპარაკება არეულობაში გადაიზარდა. ექვს ადამიანი დააკავეს, რის შემდეგაც ქალაქის ქუჩებში ასობით ადამიანი აჭარის პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნით გამოვიდა. სტიქიური აქცია არეულობაში გადაიზარდა. მომიტინგეებმა დაწვეს ავტომობილები და ბლოკირებული ჰქონდათ  პოლიციის შენობა. სპეცდანიშნულების რაზმმა დემონსტრანტები ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაშალა.


19
თემები:
ადამიანის უფლებები საქართველოში (75)