კვირიკაშვილი: საქართველოში არის დესტრუქციული ოპოზიციის ნაწილი

© Sputnik / Anna Yarovikovaსაქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას
საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აჭარაში ჩავიდა, რათა არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნოს.

თბილისი, 12 მარტი – Sputnik. საქართველოში არის აბსოლუტურად დესტრუქციული ოპოზიციის ნაწილი, რომელიც ქვეყნის სტაბილურობას არაფრად აგდებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში, არეულობის შესახებ კომენტარისას.

ვითარება ბათუმში მას შემდეგ დაიძაბა, რაც 11 მარტს, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოსახლეობასა და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომლის მიზეზი, თვითმხილველთა თქმით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ მძღოლის დაჯარიმება გახდა, ამას მოქალაქეების პროტესტი და გზის გადაკეტვა მოჰყვა.  

პოლიციის თანამშრომლებს ბათუმში არეულობაში მონაწილე ერთ–ერთი დაკავებული პირი მიჰყავთ - Sputnik საქართველო
აჭარის მეთაური ბათუმში მომხდარ არეულობებში პოლიტიკურ ელფერს ხედავს

რადიკალურად განწყობილი ახალგაზრდების ჯგუფი 7 საათის განმავლობაში ქალაქის მთავარ ქუჩებს ანადგურებდა. სპეცრაზმმა ტერიტორია მომიტიგეებისგან დღეს დილით გაათავისუფლა. 

„ეს არის ქვეყანა, რომელშიც არის ძალიან კონსტრუქციული, ქვეყნის მოყვარული მთავრობა, რომელიც ზედმიწევნით იცავს ჩვენი მოქალაქეების უფლებებს და სტაბილურობას. ასევე, ეს არის ქვეყანა, რომელშიც არის აბსოლუტურად დესტრუქციული ოპოზიციის ნაწილი, რომელიც არად დაგიდევს ქვეყნის სტაბილურობას, ჩვენი მოქალაქეების უფლებას, იცხოვრონ მშვიდობიან ქვეყანაში და იყენებს ყველაზე სათუთ გრძნობებსაც კი იმისთვის, რომ საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოს. ეს არის სიმართლე“, – განუცხადა კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს.

ბოლო მონაცემებით, არეულობის შედეგად ადმინისტრაციული წესით დაკავებულია დაახლოებით 40 ადამიანი. 33 ადამიანი დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. აქედან 15 – პოლიციელია. აქედან ბევრი უკვე გამოწერეს და ისინი მკურნალობას სახლში განაგრძობენ.

ბათუმში დაწყებულია ტერიტორიის გასუფთავების სამუშაოები. 

 

ყველა ახალი ამბავი
0