პოლიციის ავტომობილი

ერმაკოვი: ვითარებას შევისწავლით და ყველაფერს აღვადგენთ

25
ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი აცხადებს, რომ ზარალის დათვლას დილიდან იწყებენ.

თბილისი, 12 მარტი – Sputnik. ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი აცხადებს, რომ ზარალის დათვლას დილიდან იწყებენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

"ამ წუთებში ვიწყებთ მუშაობას დამწვარი ტრანსპორტის გატანაზე. ამასთან ჭავჭავაძის ქუჩის, ტბელ აუსერიძის ქუჩისა და შარტავას ხეივნის სავალი ნაწილი უნდა დავასუფთაოთ, შემდეგ უკვე დავითვლით ზარალს. ახლა რასაც ვხედავ, გზაგამყოფები, შუა ჯებირები და შუქნიშნები დაზიანებულია. ყველა სამსახური ვითარებას შეისწავლის და ყველაფერს აღვადგენთ. პირველ რიგში მთავარია, დასუფთავდეს ტერიტორია", — განაცხადა ერმაკოვმა.

ბათუმში შაბათს, საღამოს, არეულობა დაიწყო — რადიკალურად განწყობილი ახალგაზრდების ჯგუფი 7 საათის განმავლობაში ქალაქის მთავარ ქუჩებს ანადგურებდა.

11 მარტს ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოსახლეობასა და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი, თვითმხილველთა თქმით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ მძღოლის დაჯარიმება გახდა, რასაც მოქალაქეების პროტესტი და გზის გადაკეტვა მოჰყვა.

სპეცრაზმმა ტერიტორია მომიტიგეებისგან დღეს დილით გაათავისუფლა. 


25
თემები:
არეულობა ბათუმში: ვერსიები და ვარაუდები (40)