„ნაციონალური მოძრაობა“: ვგმობთ ძალადობას

© Sputnik / Alexander Imedashviliნაციონალური მოძრაობა"
ნაციონალური მოძრაობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყოფილი მმართველი ხელისუფლება ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებს.

თბილისი, 12 მარტი – Sputnik. ბათუმში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“  განცხადება გაავრცელა. 

„ვგმობთ ძალადობას, რომლის ასე  სამწუხარო გამოვლინებაც  იყო უპრეცედენტო დანაშაული – საპატრულო პოლიციის მანქანისთვის ცეცხლის წაკიდება! პროტესტის გამოხატვა უნდა ხდებოდეს კანონის ფარგლებში, მშვიდობიანად. მოვუწოდებთ ბათუმის ქუჩებში გამოსულებს და ბათუმელებს სიმშვიდისკენ და მართლწესრიგის დაცვისკენ. მოვუწოდებთ მათ, არ აყვნენ პროვოკაციებს, ხელი შეუწყონ ვითარების განმუხტვას და  სტაბილურობას“, — ნათქვამია განცხადებაში. 

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კახა კალაძე: ყველანი ერთად უნდა დავდგეთ პროვოკატორების და უკანონობის წინააღმდეგ

ყოფილი მმართველი ხელისუფლება ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებს.

„ბათუმში შექმნილ დესტაბილიზაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება  ხელისუფლებას, რომლის პირობებშიც ასე დასუსტდა და მოიშალა სახელმწიფო ინსტიტუტები… სასწრაფოდ უნდა იქნას გამოძიებული ძალადობის ესკალაციის  მიზეზები და გარემოებები“, — აღნიშნულია განცხადებაში.

ბათუმში შაბათს, საღამოს, არეულობა დაიწყო — რადიკალურად განწყობილი ახალგაზრდების ჯგუფი 7 საათის განმავლობაში ქალაქის მთავარ ქუჩებს ანადგურებდა. 

გიორგი მღებრიშვილი - Sputnik საქართველო
გიორგი მღებრიშვილი:მსგავსი პროვოკაციული ქმედებები ხელს ვერ შეუშლის კანონის აღსრულებას

11 მარტს ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოსახლეობასა და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი, თვითმხილველთა თქმით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ მძღოლის დაჯარიმება გახდა, რასაც მოქალაქეების პროტესტი და გზის გადაკეტვა მოჰყვა.  

აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის ქუჩაზე, სადაც პოლიციის მთავარი სამმართველო მდებარეობს — პოლიციის მანქანები დაწვეს. სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, თუმცა მომიტინგეების დაშლა პირველ ეტაპზე ვერ მოახერხა.


ყველა ახალი ამბავი
0