გიორგი მარგველაშვილი: დაუშვებელია ნებისმიერი ფორმით ძალადობა

© Sputnik / Levan Avlabreliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ასეთ დაძაბულ ვითარებაში აუცილებელია სასწრაფოდ განიმუხტოს სიტუაცია და დაიწყოს გამოძიება. ხელისუფლებამაც და აქციის მონაწილეებმაც ყველა წინაპირობის განეიტრალებაზე უნდა იზრუნონ, აღნიშნულია განცხადებაში.

12 მარტი, თბილისი — Sputnik.  ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გააკეთა.

მოვუწოდებთ ყველა მხარეს შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ დაუშვან მოვლენების კიდევ უფრო მეტი ესკალაცია. მუდმივ კონტაქტზე ვართ პრემიერ-მინისტრთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან. მიგვაჩნია, რომ დაცული უნდა იყოს შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა ამავდროულად პატივი უნდა ვცეთ სახელმწიფო ინსტიტუტებს და კანონს. დაუშვებელია ნებისმიერი ფორმით ძალადობა“, — ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასეთ დაძაბულ ვითარებაში აუცილებელია სასწრაფოდ განიმუხტოს სიტუაცია და დაიწყოს გამოძიება. ხელისუფლებამაც და აქციის მონაწილეებმაც ყველა წინაპირობის განეიტრალებაზე უნდა იზრუნონ, აღნიშნულია განცხადებაში

გიორგი მღებრიშვილი - Sputnik საქართველო
გიორგი მღებრიშვილი:მსგავსი პროვოკაციული ქმედებები ხელს ვერ შეუშლის კანონის აღსრულებას

11 მარტს ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოსახლეობასა და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი, თვითმხილველთა თქმით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ მძღოლის დაჯარიმება გახდა, რასაც მოქალაქეების პროტესტი და გზის გადაკეტვა მოჰყვა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი პოლიციის ძალადობრივ ქმედებას აპროტესტებენ, აჭარის პოლიციის სამმართველოს ახლადდანიშნული უფროსის მალხაზ ბათიაშვილის გადადგომას და აქციაზე დაკავებული 5 პირის გათავისუფლებას ითხოვენ.
აქციის დაშლის მიზნით, სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა
გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის კლინიკებს 21-მა დაზარალებულმა მიმართა, მათგან 11 პოლიციელია და 10 მოქალაქე. ამ დროისთვის ყველა დაკავებული გათავისუფლებულია.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0