ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო

სტრასბურგში მერაბიშვილის საქმეზე ზეპირი მოსმენა დასრულდა

28
საქართველო ყოფილი პრემიერ-მინისტრი სასჯელს სამ სისხლის სამართლია საქმეზე იხდის.

თბილისი, 8 მარტი — Sputnik. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში დასრულდა „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ საქმის ზეპირი მოსმენა, განაცხადა მერაბიშვილის ყოფილმა ადვოკატმა, პარტია „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა ოტარ კახიძემ. 

საქართველოს ექს-პრემიერის ვანო მერაბიშვილის საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამრთლოს დიდ პალატას სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს ინტერესების დამცველის — საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სარჩელის საფუძველზე გადაეცა. 

იუსტიციის სამინისტრომ სარჩელი მას შემდეგ შეიტანა, რაც 2016 წლის ივნისში, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ აღიარა მერაბიშვილის უფლებათა დარღვევა მისი დაპატიმრების შემდეგ. 

საქართველო იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე დარწმუნებულია, რომ საქართველო ამ სარჩელს მოიგებს.

„ვფიქრობთ, რომ ჩვენ ძალიან სერიოზული არგუმენტები გვაქვს, ისევე, როგორც გასაჩივრების დროს. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა წარმოგვედგინა ამ საქმეზე დამატებითი არგუმენტები და მტკიცებულებები. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ საქმეზე კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევა არ მომხდარა, მაგრამ ჩვენ პალატის გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ“, — თქვა ბარამიძემ. 

მავე დროს კახიძე დარწმუნებულია, რომ მერაბიშვილი მოიგებს მოსმენას სასამართლოს დიდ პალატაშიც, რადგან ხელისუფლებამ ვერ შეძლო უარეყო, რომ 2013 წელს მერაბიშვილი საქართველოს მაშინდელ მთავარ პროკურორთან ოთარ ფარცხალაძესთან შეხვედრაზე გაიყვანეს.

პირველი განხილვის დროს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ჩათვალა, რომ ამ ინციდენტის გამო მერაბიშვილის უფლებები დაირღვა. 

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ჩაატარა გამოძიება, რომლითაც დადგინდა, რომ მერაბიშვილი საერთოდ არ გაუყვანიათ ციხიდან 2013 წლის 13 დეკემბრის ღამეს. 

მათ ვერ წარმოადგინეს ვერც ერთი მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა ვანო მერაბიშვილის განცხადებას ციხიდან გაყვანის თაობაზე. პირიქით მათ სასამართლოს მიუტანეს გაურკვეველი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ოთარ ფარცხალაძე კომპიუტერთან რაღაც მოქმედებებს ახორციელებდა, ოღონდ ეს მოქმედებები დაასრულა მათივე მტკიცებით 01 საათსა და 25 წუთზე, ხოლო მერაბიშვილის გაყვანა მოხდა აქედან 20 წუთის შემდგომ,“-განაცხადა ოთარ კახიძემ.

ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით. მერაბიშვილი სასჯელს სამ სისხლის სამართლის საქმეზე იხდის და მის წინააღმდეგ კიდევ სამი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. 

 

 

28