ლტოლვილთა ბანაკი ევროკავშირის საქართველოსთან ვიზების გაუქმების პირობა არ ყოფილა

© FB / Георгий Квирикашвилиევროკომისარი მიგრაციის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსი
ევროკომისარი მიგრაციის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკომისარმა მიგრაციის საკითხებში დიმიტრის აბრამოპულოსის ოფისმა გამორიცხა საქართველოსთან ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესზე რაიმე ფაქტორების გავლენა, გარდა სამოქმედო გეგმის მოთხოვნებისა.

თბილისი, 8 მარტი — Sputnik. საუბრები საქართველოში ლტოლვილთათვის ევროკავშირის ბანაკის შესაძლო შექმნის შესახებ არ უკავშირდება საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმების პროცესს, ნათქვამია მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისრის დიმიტრის აბრამოპულოსის ოფისის წერილში, რომელიც რადიოსადგურ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას გაეგზავნა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия

მანამდე ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი სებასტიან კურცი გამოვიდა წინადადებით, რომ ლტოლვილთა მისაღებად შეიქმნას ევროკავშირის ცენტრები ბლოკის საზღვრებს გარეთ, მაგალითად, საქართველოში ან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში. რამდენიმე ექსპერტმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ასეთი წინადადება საქართველოს ვიზალიბერალიზაციის სანაცვლოდ შესთავაზეს. ევროკავშირის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების რეგულაცია ძალაში 28 მარტს შევა.

„ვიზალიბერალიზაცია ეფუძნება 2013 წელს საქართველოს მთავრობისთვის გადაცემულ სამოქმედო გეგმას. ეს გეგმა რამდენიმე კრიტერიუმს მოიცავს, რომლებიც ქვეყანამ უვიზო მიმოსვლის მიღებამდე უნდა შეასრულოს, ამ კრიტერიუმებს შორისაა კანონის უზენაესობა და სასამართლო სისტემის რეფორმა“, — ნათქვამია წერილში.

საქართველოს გერბი - Sputnik საქართველო
საგარეო საქმეთა სამინისტრო: ლტოლვილთა ბანაკის შექმნა საქართველოში შეუძლებელია

აბრამოპულოსმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესზე სხვა ფაქტორების გავლენა გამორიცხა.

„მხოლოდ და მხოლოდ სამოქმედო გეგმისა და მისი კრიტერიუმების შესრულება გახდა იმის საფუძველი, რომ ევროპის კომისიამ საქართველოს მოქალაქეებს მოკლევადიანი ვიზიტებისთვის უვიზო მიმოსვლის უფლება მიანიჭა“, — განაცხადეს დასასრულს ევროკომისრის ოფისში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საქართველოში ლტოლვილთა მისაღებად ევროკავშირის ცენტრის გახსნის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, რადგან ამ პროექტის განხორციელება შეუძლებელია.

ქართველმა ექსპერტებმა უკვე განაცხადეს, რომ საქართველოში ლტოლვილთათვის ევროკავშირის ბანაკის შექმნა დაუშვებელია, რადგან ქვეყანაში აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემა ისედაც არსებობს.

მეორე მსოფლიო ომის დროიდან ევროპა ყველაზე სერიოზულ მიგრაციულ კრიზისს განიცდის, რომელიც ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტებითა და ეკონომიკური პრობლემებით არის გამოწვეული.

ყველა ახალი ამბავი
0