იტალიის დროშა

გიორგი კვირიკაშვილი იტალიას ეწვევა

16
(განახლებულია 16:23 08.03.2017)
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები იტალიის პრემიერ-მინისტრ პაოლო ჯენტილონისთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ანჯელინო ალფანოსთან, სენატის პრეზიდენტ პიეტრო გრასოსთან, ეკონომიკური განვითარების მინისტრ კარლო კალენდასთან.

თბილისი, 8 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში გაემგზავრა, ნათქვამია მთავრობის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვედრას გამართავს იტალიის პრემიერ-მინისტრ პაოლო ჯენტილონისთან. 

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანჯელინო ალფანოსთან, იტალიის სენატის პრეზიდენტ პიეტრო გრასოსთან, იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრ კარლო კალენდასთან.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი  ასევე მონაწილეობას მიიღებს იტალია–საქართველოს ბიზნეს-ფორუმში და წაიკითხავს საჯარო ლექციას საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე, „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელი დავით საგანელიძე.

16