ქართველმა და სომეხმა ექსპერტებმა ზემო ლარსის ალტერნატივა დაასახელეს

ვიდეოხიდი
ვიდეოხიდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიდეოხიდის თბილისი-ერევანი მონაწილეებმა საქართველოში სომხეთის პრემიერ-მინისტრის კარენ კარაპეტიანის ორდღიანი ვიზიტი შეაჯამეს.

თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. ქართველი და სომეხი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი-ზემო ლარსის“ ალტერნატივა, შეიძლება გახდეს საზღვაო გზა ფოთის პორტის გავლით ან მამისონის უღელტეხილი.

ვიდეოხიდის თბილისი-ერევანი ფარგლებში, რომელიც თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გაიმართა,  ექსპერტებმა საქართველოში სომხეთის პრემიერ-მინისტრის კარენ კარაპეტიანის ორდღიანი ვიზიტი შეაჯამეს. კარაპეტიანის ოფიციალური ვიზიტის შეფასებისას განაცხადა, რომ „ყაზბეგი-ზემო ლარსის“ ალტერნატივაზე შეთანხმება მოხდა. ზამთრის პერიოდში მეტეოროლოგიური პირობები აღნიშნულ პერიმეტრზე პერიოდულად ტრანსპორტის გადაადგილებას პრობლემას უქმნის. 

საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა თბილისში GEO VER - Sputnik საქართველო
საქართველოს და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა თბილისში შეხვედრა და ბრიფინგი გამართეს

„ბოლო რამდენიმე წელია ზემო ლარსზე გადაადგილების შეზღუდვების დაწესების გამო,  ჩვენი ხელისუფლება ქართველ და რუს კოლეგებთან ერთად ცდილობს ამ თემის წამოწევას და გადაჭრას.  ბოლო დღეებისა და განსაკუთრებით რამდენიმე კვირის განმავლობაში, ჩვენი მასმედია სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმართულებით შესაძლო ვარიანტებს ატრიალებს. უახლოეს პერსპექტივაში, მე ასეთ ალტერნატივას ვერ ვხედავ“, — განაცხადა სომხეთის მართვის სახელმწიფო აკადემიის რეგიონული კვლევების ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელმა, ექსპერტმა საქართველოს საკითხებში ჯონი მელიქიანმა.

ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი ალტერნატივა არსებობს, რომელიც შეიძლება რამდენიმე თვის განმავლობაში გამოვნახოთ — ესაა საზღვაო გზა ფოთის პორტიდან კრასნოდარის პორტ „კავკაზის“ მიმართულებით, რომელიც თავის დროზე ძირითადი იყო, დასძინა მან.

თავის მხრივ, რეგიონული უსაფრთხოების კავკასიის ინსტიტუტის დირექტორ ალექსანდრე რუსეცკისაც არ სჯერა  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გზის გახსნის შესაძლებლობის.

„ქართული მხარე ფიქრობს პროექტზე მამისონის უღელტეხილის გავლით, მაგრამ იქ ხიდია აფეთქებული (2009 წლის ივნისში, — რედ.). ახლა საქართველოს მთავრობას ამ ხიდის აღდგენა სურს. ამავე დროს საქართველოს ხელისუფლება ყველა შესაძლო მიმართულებას განიხილავს, ისევე როგორც რისკებსა და საფრთხეებს, რომელიც არსებობს“, — განაცხადა რუსეცკიმ.

2016 წლის აგვისტოში საქართველოს პრემიერმა განაცხადა, რომ მთავრობა სერიოზულად განიხილავს მამისონის უღლტეხილის გავლით გზის მშენებლობის შესაძლებლობას.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები თბილისმა 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

2017 წელს სომხეთის პრემიერმა მინისტრთა კაბინეტს რუსულ და ქართულ მხარეებთან სატრანსპორტო გადაზიდვებისთვის „ზემო ლარსის“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივის მოძებნისთვის საკითხის განხილვის დაწყება დაავალა. 


ყველა ახალი ამბავი
0