საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინას ეწვევა

© FB / Giorgi Kvirikashviliპრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი კიევში სუამ-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მარტის მეორე ნახევარში უკრაინაში გაემგზავრება, განაცხადა უკრაინის ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა.

„შევეცდები საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების გაღრმავებას. ამ მიმართულებით უახლოეს მომავალში მრავალი აქტიურობაა დაგეგმილი, მათ შორის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი უკრაინაში და უკრაინის პირველი დიპლომატის ვიზიტი საქართველოში. ხოლო მარტის მეორე ნახევარში კვირიკაშვილი კიევში სუამ-ის სამიტს დაესწრება“, — განაცხადა დოლგოვმა ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

2017 წელს საქართველო და უკრაინა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავენ.

ევროვიზია 2017 უკრაინაში - Sputnik საქართველო
უკრაინა „ევროვიზია 2017“-ის უმაღლეს დონეზე ჩატარების პირობას დებს

2015 წლიდან საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების განელება შეიმჩნეოდა. როგორც კვირიკაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, უკრაინასთან ასეთი ურთიერთობები ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფაქტორმა განაპირობა.

სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დატოვა, ხოლო 2015 წლის მაისში მან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.

საქართველოს პროკურატურამ 2013 წელს სააკაშვილის წინააღმდეგ რიგი სისხლის სამართლის საქმეები აღძრა და უკრაინის ხელისუფლებას ექს-პრეზიდენტის გადმოცემის თხოვნით არაერთხელ მიმართა, მაგრამ უარი მიიღო. 2015 წლის მაისში სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორი გახდა და ეს თანამდებობა 2016 წლის სექტემბრამდე ეკავა. ამის შემდეგ პოროშენკოსა და სააკაშვილის გზები გაიყო — ყოფილი გუბერნატორი ოპოზიციაში გადავიდა.

ყველა ახალი ამბავი
0