საქართველოს პრეზიდენტი ბაქოს გლობალურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიბაქო
ბაქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი მარტის შუა რიცხვებშია დაგეგმილი, როდესაც აზერბაიჯანის დედაქალაქში ბაქოს V გლობალური ფორუმი გაიმართება.

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. აზერბაიჯანს ვიზიტით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეწვევა, აცნობეს „Sputnik–აზერბაიჯანს“ დიასპორასთან მუშაობის საკითხებში აზერბაიჯანის სახელმწიფო კომიტეტის პრეს-სამსახურში. 

სამხრეთის გაზის დერეფანის საკონსულტაციო საბჭო - Sputnik საქართველო
ენერგეტიკის მინისტრი „სამხრეთის გაზის დერეფნის" სხდომაში მონაწილეობს

ვიზიტი 16-17 მარტს არის დაგეგმილი და ბაქოს V გლობალურ ფორუმში მონაწილეობის ფარგლებში გაიმართება.

საქართველოს პრეზიდენტი ფორუმზე სიტყვით გამოვა თემაზე „საგარეო კავშირების მომავალი“. გარდა ამისა, ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ ლატვიის, მაკედონიის, ალბანეთის, მონტენეგროსა და სხვა ქვეყნების პრეზიდენტები.

ფორუმი გაიმართება დიასპორასთან მუშაობის საკითხებში სახელმწიფო კომიტეტის მხარდაჭერითა და ნიზამი განჯელის საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით. მის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ რიგი ქვეყნების პრეზიდენტები, სახელმწიფოებისა და მთავრობების ყოფილი მეთაურები, ცნობილი პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები.

ფორუმი ეძღვნება თემას: „საგარეო კავშირების მომავალი: ძალა და ინტერესები“. ფორუმზე შეეხებიან ტრანსატლანტიკური ურთიერთობების, ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებს, ჩინეთის როლს საერთაშორისო ურთიერთობებში, ევროპის მომავალს, პოპულიზმისა და ექსტრემიზმის საფრთხეს საერთაშორისო უშიშროებისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0