მინისტრი თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ: ჯანმრთელობა ყველაფერზე მაღლა დგას

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშითამბაქოს მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში
თამბაქოს მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ ადამიანების ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სარეკლამო კომპანიების მოგება.

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. ადამიანის სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი არაფერი არ შეიძლება იყოს, განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ქვეყანაში თამბაქოს წინააღმდეგ პოლიტიკის გამკაცრების საკითხის კომენტარისას.

საქართველოს პარლამენტი უკვე შეუდგა შესწორებების განხილვას, რაც თამბაქოს წინააღმდეგ კანონმდებლობას ამკაცრებს. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შესწორებების თანახმად, მოწევა საქართველოში პრაქტიკულად ყველა შენობაში აიკრძალება, გარდა კერძო სახლებისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა. ასევე აკრძალავენ თამბაქოს ნაწარმის ნებისმიერი სახის რეკლამას და შეზღუდავენ მის გაყიდვას. 

თამბაქო, საფერფლე - Sputnik საქართველო
საქართველო თამბაქოსთან ბრძოლის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

„რაც შეეხება საკითხს, რომ ბიზნესს პრობლემები ექნება, ჩვენ ყოველთვის გვიწევს გადაწყვეტილებების მიღება. აქ რეალურად სასწორის ერთ პინაზე არის ათასობით ადამიანის სიცოცხლე, ხოლო მეორე მხარეს რომელიმე, თუნდაც ძალიან მნიშვნელოვანი სარეკლამო კომპანიის შემოსავლები. საით გადაიხრება გადაწყვეტილება, ალბათ, გასაგებია“, — განუცხადა სერგეენკომ ჟურნალისტებს.

მან აღნიშნა, რომ ადამიანის ჯანმრთელობა ბიუჯეტში შემოსულ ნებისმიერ თანხაზე მნიშვნელოვანია.

სერგეენკომ აღნიშნა, რომ თამბაქოს წინააღმდეგ პოლიტიკაზე მუშაობა 2010 წელს დაიწყო, როდესაც მიიღეს კანონი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“.

„მთავარი ამოცანაა, რომ ეს ყველაფერი სწორად გათვლილი ნაბიჯებით მოხდეს, ისე, რომ ქვეყნის ინტერესები იყოს დაცული“, — აღნიშნა სერგეენკომ.

დღეისათვის საქართველოში სიგარეტის მოწევა აკრძალულია საჯარო, სამედიცინო, საგანმანათლებლო და დახურულ სპორტულ დაწესებულებებში და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილში.

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შესატანი შესწორებების თანახმად, საქართველოში თამბაქოს მოწევა პრაქტიკულად ყველა შენობაში აიკრძალება, გარდა კერძო საცხოვრებელი სახლებისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა.

კანონში შესწორებების თანახმად, თამბაქოს მოწევა სრულიად უნდა აიკრძალოს ყველა შენობაში, გარდა კერძო სახლებისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველა სახეობაში, სასწავლო დაწესებულებებში, ბიბლიოთეკებში, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკებში, ბავშვთა გასართობ ცენტრებში და 18 წლამდე პირებისთვის განკუთვნილ სხვა დაწესებულებებში, სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებებში, სტადიონებზე, ბენზინგასამართ სადგურებზე და ადგილებში, სადაც აალებადი ნივთიერებები ინახება.

ყველა ახალი ამბავი
0