სომხეთის პრემიერი საქართველოს ეწვევა

© photo: Sputnik / Karen Yepremyan კარენ კარაპეტიანი
კარენ კარაპეტიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომხეთის პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანი მთავრობის წევრებთან ერთად საქართველოს ეწვევა.

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. სომხეთის სამთავრობო დელეგაცია პრემიერ-მინისტრ კარენ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით დღეს საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კარაპეტიანს დახვდება პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. 

ელექტროქსელები - Sputnik საქართველო
საქართველო, რუსეთი და აზერბაიჯანი ენერგომიმოცვლის პირობებზე შეთანხმდნენ

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მისალმების ოფიციალური ცერემონია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში გაიმართება.

კარაპეტიანთან შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

სომხეთის დელეგაციაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შავარშ ქოჩარიანი, ჯანდაცვის მინისტრი ლევონ ალთუნიანი, კულტურის მინისტრი არმენ ამირიანი, სოფლის მეურნეობის მინისტრი იგნატი არაქელიანი, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრი ვაან მარტიროსიანი, ეკონომიკური განვითარებისა და ინვესტიციების მინისტრი სურენ კარაიანი და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურებისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი აშოტ მანუკიანი.

კარაპეტიანი საქართველოს პრემიერის რანგში პირველად ეწვევა. ის სომხეთის მთავრობას სათავეში 2016 წლის სექტემბერში ჩაუდგა.

ყველა ახალი ამბავი
0