პროკურატურა: მერაბიშვილი ციხიდან არ გაუყვანიათ

© photo: Sputnik / Stringerმთავარი პროკურატურა
მთავარი პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შს ექს-მინისტრ ვანო მერაბიშვილის ბრალდების საფუძველზე საქმის გამოძიება დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შეწყვიტა.

თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა, რომლითაც უარყო შს ექს-მინისტრ ვანო მერაბიშვილის ბრალდება ქვეყნის მთავარ პროკურორთან შეხვედრის მიზნით მისი საკნიდან ფარულად გაყვანისა და ზეწოლის შესახებ.

მერაბიშვილის ბრალდებების საფუძველზე გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც მერაბიშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმე მოიგო. სასამართლომ დაადგინა, რომ პატიმრობაში ყოფნის დროს მერაბიშვილის უფლებები დაირღვა. 

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით არ დადასტურდა ივანე მერაბიშვილის მიერ გაცხადებული დანაშული…  საქმის ირგვლივ ჩატარებული  ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებით,  არ დადასტურდა და გამოირიცხა ივანე მერაბიშვილის  2013 წლის 14 დეკემბერს №9 პენიტენციური დაწესებულებიდან უკანონო გაყვანის ფაქტი, რის გამოც საქართველოს პროკურატურამ საქმეზე  გამოძიება დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო შეწყვიტა", — ნათქვამია პროკურატურის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.  

საქართველოს მთავარი პროკურატურა - Sputnik საქართველო
პროკურატურამ მერაბიშვილზე ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საქმე აღძრა

გამოძიება საჯარო მოხელეთა მიერ „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების“ მუხლით მიმდინარეობდა. მერაბიშვილი ამტკიცებდა, რომ 2013 წლის 14 დეკემბერს ის იმ დროისათვის ქვეყნის მთავარ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან შესახვედრად საკნიდან გაიყვანეს. ფარცხალაძე თითქოსდა მუქარებით მოითხოვდა მისგან ექს-პრემიერ ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმის გახსნაში დახმარებას და მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშების დასახელებას.

როგორც საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, გამოძიების ფარგლებში ყველა აუცილებელი ღონისძიება ჩატარდა. გამომძიებლებმა ტბელ აბუსერიძის, ქეთევან წამებულის, ჩოლოყაშვილისა და გულიას მოედნებზე და მეტროსადგურ „ისანთან“ დამონტაჟებული 18 ვიდეოკამერის ჩანაწერი შეისწავლეს.

მერაბიშვილი ამტკიცებდა, რომ ის ფარცხალაძესთან შესახვედრად სწორედ ამ მარშრუტით წაიყვანეს.

გარდა ამისა, გამომძიებლებმა შეისწავლეს იმ ვიდეოკამერის ჩანაწერი, რომელიც მთლიანად მოიცავს ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე №9 პენიტენციალურ დაწესებულებიდან ერთადერთ ამოსასვლელ სამანქანო გზას და საპყრობილეს შესასვლელს.

„თუმცა, ივანე მერაბიშვილის მიერ მითითებულ პერიოდში, მითითებულ მარშრუტზე, მის მიერ დასახელებული მაღალი გამავლობის — „ჯიპის“ ტიპის ავტომანქანა, რომლითაც თითქოსდა განხორციელდა მისი უკანონო გაყვანა დაწესებულებიდან,  ნანახი ვერ იქნა", — აღნიშნეს პროკურატურაში. 

 ზემოთაღნიშნულ ვიდეოჩანაწერებზე ასევე დაინიშნა ექსპერტიზა, რომლის დასკვნითაც დადგინდა, რომ ვიდეოჩანაწერებზე არ არის მონტაჟის კვალი. 

სტრასბურგი - Sputnik საქართველო
ECHR: სააკაშვილის წინააღმდეგ მერაბიშვილის დაკავების ფაქტის გამოყენება სურდათ

გამოძიების ფარგლებში №9 პენიტენციური დაწესებულებიდან ამოღებულ იქნა 2013 წლის დეკემბრის პერიოდის ამსახველი სპეციალური აღრიცხვის ჟურნალები, რომლებშიც დაფიქსირებულია საპატიმროს ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების შესვლა-გასვლის, ფიზიკური პირების,  გამომძიებლების, პროკურორებისა და ადვოკატების დაწესებულების ტერიტორიაზე შესვლა-გასვლის, მსჯავრდებულების და ბრალდებულების როგორც საკნიდან, ასევე დაწესებულების ტერიტორიიდან გაყვანა-შემოყვანის და გადაადგილების ფაქტები. მასში ასევე არ აღმოჩნდა მერაბიშვილის საპყრობილედან გაყვანის შესახებ ინფორმაცია.

ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ჟურნალებში არ არის ფურცლის ამოხევის ან ჩანაწერის ჩასწორების რაიმე კვალი.

პროკურატურის გამომძიებლებმა საქმის 50-ზე მეტი მოწმე დაკითხეს, მათ შორის,  №9 პენიტენციური დაწესებულების ყველა ის თანამშრომელი, რომლებიც მუშაობდნენ 2013 წლის 14 დეკემბერს.  ყველა მათგანმა კატეგორიულად უარყო ციხიდან მერაბიშვილის გაყვანის ფაქტი. 

ლალი მოროშკინა - Sputnik საქართველო
ლალი მოროშკინა ვანო მერაბიშვილის საქმეზე დაკითხეს

მოწმის სახით ასევე დაიკითხნენ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე,  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე დიმიტრი დარბაისელი, №9 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი და  მისი მოადგილე. მათაც კატეგორიულად  უარყვეს ივანე მერაბიშვილის განცხადებაში მოყვანილი ფაქტები.

მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება გამყარებული იყო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი მრჩევლის ლალი მოროშკინას განცხადებით, რომელმაც 2014 წლის მაისში განაცხადა, რომ,,ბავშვმაც კი იცის, რომ მერაბიშვილი დარბაისელმა გაიყვანა ციხიდან“.

„თუმცა გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში, ლალი მოროშკინამ განმარტა, რომ  ივანე მერაბიშვილის განცხადების შესახებ, სადაც ეს უკანასკნელი მიუთითებს საკნიდან უკანონო გაყვანაზე, მისთვის ცნობილი გახდა მასმედიის საშუალებებიდან. ხოლო რაც შეეხება მის განცხადებას, რომ,,ბავშვმაც კი იცის, რომ მერაბიშვილი დარბაისელმა გაიყვანა ციხიდან“, მოწმის განმარტებით არ შეესაბამება სიმართლეს და მისი ეს განცხადება იყო ჟურნალისტის ინტერპრეტაცია“, — აღნიშნეს პროკურატურაში. 

ივანე მერაბიშვილი - Sputnik საქართველო
სასამართლომ ვანო მერაბიშვილი ვალერი გელაშვილის ცემაში დამნაშავედ ცნო

 ასე, რომ მერაბიშვილი აღმოჩნდა ერთადერთი მოწმე.

პროკურატურის მონაცემებით, 2014 წლის იანვარში მერაბიშვილი ახსნა-განმარტებაში ცალსახად მიუთითებს, რომ საკნიდან გაიყვანა დაწესებულების დირექტორმა, რომელიც მის საკანში შევიდა მარტო, გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში კი  აღნიშნა,  რომ მასთან საკანში შევიდა დაწესებულების დირექტორი, რომელსაც თან ახლდა პიროვნება სახელად დიტო.

ახსნა-განმარტების მიცემისას მერაბიშვილი განმარტავდა, რომ მას შეეძლო იმ ორი პირის ამოცნობა, რომლებმაც ის ჩასვეს მანქანაში და მიიყვანეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში,  თუმცა  მათი აღწერილობის დაფიქსირება იმდროისათვის  არ ჩათვალა საჭიროდ. 

მან ასევე  საჭიროდ არ ჩათვალა  იმ ოთახის და მასში განთავსებული ინვენტარის აღწერა, რომელშიც  შეხვდა დ.დარბაისელსა და ო.ფარცხალაძეს.

მერაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ მანქანაში, რომლითაც ის გადაიყვანეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, იმყოფებოდა 3 პირი: ავტომანქანის მძღოლი და უკანა სავარძელზე მსხდომი მისთვის უცნობი ორი პიროვნება. გამოძიებისათვის მიცემულ ჩვენებაში კი დამატებით ახსენა, რომ მძღოლის გვერდით კიდევ ერთი პიროვნება იჯდა. 

„აქედან გამომდინარე, ი.მერაბიშვილის ჩვენება არის დაუსაბუთებელი, არათანმიმდევრული და წინააღმდეგობაშია საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან", — ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ვანო მერაბიშვილი - Sputnik საქართველო
მერაბიშვილმა „ნაცმოძრაობის“ გენერალური მდივნის პოსტზე უარი განაცხადა

უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №9 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები 24 საათის განმავლობაში ინახება, მერაბიშვილმა კი განცხადება  მხოლოდ 3 დღის შემდეგ გააკეთა.

გარდა ამისა, პროკურატურის ინფორმაციით, ორი დღის შემდეგ, 2013 წლის 16 დეკემბერს, მერაბიშვილი ციხეში შეხვდა თავის ადვოკატებს: სტეფანე თუმანიშვილს, გიორგი ჩივიაშვილს, ოთარ კახიძეს და გიორგი ონიანს. 

მხოლოდ გიორგი ონიანმა მისცა ჩვენება გამოძიებას და განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტიდან მეორე დღეს შეხვდა მერაბიშვილს,  მისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რაც გავრცელდა მასმედიის საშუალებით. ის ასევე  ვერ იხსენებს,  ჰქონდა თუ არა ზემოაღნიშნულ ფაქტზე მერაბიშვილთან საუბარი.

კახიძემ, თუმანიშვილმა და ჩივიაშვილმა უარი განაცხადეს პროკურატურისთვის ჩვენების მიცემაზე.

ამ დროისათვის მერაბიშვილი სასჯელს სისხლის სამართლის სამ საქმეზე იხდის. საუბარი ეხება ამომრჩევლის მოსყიდვას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების მითვისებასა და გაფლანგვას და „საქართველოს ბანკის“ თანამშრომლის, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და მტკიცებულებების ფალსიფიცირებას.

ასევე განხილვის სტადიაშია მერაბიშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის სამი საქმე — 2007 წლის 7 ნოემბრის აქციისა და ტელეკომპანია „იმედის“ დარბევა, 2005 წელს სპეცსამსახურის თანამშრომლების მიერ პარლამენტარ ვალერი გელაშვილის ცემა და ღვინის ქარხანა „აკურას“  საქმე.

 

 


ყველა ახალი ამბავი
0