ჩუგოშვილი: ევროკავშირთან ვიზების გაუქმებამდე ძალზე ცოტა დარჩა

© photo: Sputnik / Stringerთამარ ჩუგოშვილი
თამარ ჩუგოშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ევროპარლამენტის გადაწყვეტილების მნიშვნელობა, რომელმაც მხარი დაუჭირა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას ევროკავშირის ქვეყნებში.

თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. ქართული მხარე იმედოვნებს, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი შენგენის ზონის ქვეყნებთან არაუგვიანეს აპრილის თვისა ამოქმედდება, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა.

ევროპარლამენტმა ხუთშაბათს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას მხარი დაუჭირა. უვიზო მიმოსვლას ევროპარლამენტის 647 დეპუტატიდან 553-მა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი 66 ადამიანი იყო, 28 დეპუტატმა თავი შეიკავა.

Флаг ЕС в Европарламенте - Sputnik საქართველო
ევროპარლამენტმა საქართველოსთვის ვიზების გაუქმებას მხარი დაუჭირა

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან ცოტაა დარჩენილი იმისთვის, რათა საქართველოს მოქალაქეები ვიზის გარეშე გადაადგილდნენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში,  შენგენის ზონაში შემავალ ქვეყნებში. არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენთვის როგორც გადაადგილების თვალსაზრისით, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით. ეს ნიშნავს ევროკავშირის ძალიან დიდ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და იმ რეფორმების მიმართ, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა ატარებს“, — განაცხადა ჩუგოშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში.

დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.

„ჩვენი მოლოდინია, რომ დაახლოებით მარტის ბოლოს, აპრილის თვის დასაწყისში უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ასეც მოხდება და უფრო დიდი დრო არ დასჭირდება“, — განაცხადა ჩუგოშვილმა.

მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სავიზო რეჟიმის გაუქმებას ისტორიული მოვლენა უწოდა. მან ევროპარლამენტარებს, რომლებიც კენჭისყრაში მიიღებდნენ მონაწილეობას, წინასწარ მადლობა გადაუხადა.

საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელი მარია გაბრიელი იმედოვნებს, რომ უვიზო რეჟიმი მარტის ბოლომდე ამოქმედდება — საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში 180 დღის მანძილზე 90 დღით ყოფნის შესაძლებლობა ექნებათ.

თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
თეა წულუკიანი: საქართველოს ბუნებრივი ადგილი იყო, არის და იქნება ევროპულ ოჯახში

მიმდინარე წლის იანვარში ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საკითხების კომიტეტმა (LIBE) დაამტკიცა რეგულაციის ცვლილების საბოლოო ტექსტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას. აღნიშნული ცვლილების პროექტი შეთანხმდა 2016 წლის 13 დეკემბერს ევროკომისიას, ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის.

დადგენილი პროცედურებით, ევროპარლამენტში კენჭისყრის შემდეგ რეგულაცია ფორმალურად უნდა დაამტკიცოს ევროკავშირის საბჭომ მინისტრების დონეზე. რეგულაცია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში მას შემდეგ გამოქვეყნდება, რაც საკანონმდებლო ცვლილებს ევროპარლამენტის პრეზიდენტი და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის (მალტის) წარმომადგენელი მოაწერენ ხელს.

რეგულაცია გამოქვეყნებიდან 21 დღეში ამოქმედდება.

ყველა ახალი ამბავი
0