საქართველოს დროშები

საქართველო რუსეთთან რაციონალური პოლიტიკის გაგრძელებას აპირებს

114
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიულმა საქართველომ“ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუცია მოამზადა.

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. საქართელოს ხელისუფლება რუსეთთან რაციონალურ პოლიტიკას გააგრძელებს, ამის შესახებ ნათქვამია „საქართველოს საგარეო პოლიტიკის“ რეზოლუციის პროექტში, რომელიც პარლამენტში განიხილება.

პროექტის რეზოლუციის ინიციატორი მმართველი პარტია „ქართული ოცნება —დემოკრატიული საქართველოა“, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებში კონსტიტუციური უმრავლესობა მოიპოვა. რეზოლუციის პროექტს მხარი უკვე დაუჭირა საგარეო ურთიერთობების საკითხთა კომიტეტმა. 

„საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით, საქართველო რუსეთთან რაციონალურ პოლიტიკას გააგრძელებს, რომლის მიზანი საგარეოპოლიტიკური საფრთხეების მინიმიზაცია, საქართველოს სუვერენიტეტის გამტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა“, — ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ქმედითი და დაბალანსებული პოლიტიკით საქართველო გააგრძელებს სტაბილურობის უზრუნველყოფას რეგიონსი და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ურთიერთობების განვითარებაში“. 

„საქართველო საგარეო პოლიტიკური ამოცანების განხორციელების მიზნით მომავალშიც გააგრძელებს დემოკრატიის ხარისხის განმტკიცებას… ხელისუფლების ძალისხმევა მიმართული იქნება იქითკენ, რომ საერთაშორისო არენაზე საქართველო წარდგეს როგორც სტაბილური და უსაფრთხო ქვეყანა და რეგიონში წარმატებული რეფორმებისა და დემოკრატიული განვითარების ლიდერი“, — აღნიშნულია დოკუმენტში. 

რეზოლუციის პროექტში ასევე მითითებულია, რომ საქართველოს უალტერნატივო პრიორიტეტს ქვეყნის ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება წარმოადგენს.

საქართელო, რეზოლუციის ტექსტის თანახმად,  მომავალშიც გააგრძელებს აშშ-თან, ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოების პროცესს.

 

 

114