„ნაციონალური მოძრაობა" საქართველოში დემოკრატიის დაცვის პირობას დებს

© AP Photo / Sergei Gritsდავით ბაქრაძე
დავით ბაქრაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო" საკონსტიტუციო და საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა, ოპოზიციურ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ასეთ პირობებში ძალიან რთული იქნება მუშაობა.

თბილისი, 31 ოქტომბერი– Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მეცხრე მოწვევის პარლამენტში ყველა იმ ცვლილებას შეებრძოლება აქტიურად, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობისთვის ზიანის მომტანი იქნება, განაცხადა ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

გუშინ საქართველოში 50 ერთმანდატიან ოლქში არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, 50-დან 48 ერთმანდატიან ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატებმა მოიპოვეს გამარჯვება. საბოლოო ჯამში, ორივე ტურის შედეგების მიხედვით, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მმართველ პარტიას ეკუთვნის (115 ადგილი), „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" კი 27 ადგილი ექნება.

„ჩვენ არ გვექნება გადაწყვეტილებებზე კენჭისყრის გზით ზემოქმედების საშუალება, მაგრამ პარლამენტში ჩვენი ამოცანა იქნება საზოგადოებასთან ერთად ყველა იმ ცვლილებას ვებრძოლოთ, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობისთვის, ქართული დემოკრატიისთვის ზიანის მომტანი იქნება", — განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ბაქრაძემ ასევე საქართველოს მომავალი პარლამენტის სადეპუტატო შემადგენლობა დაახასიათა, რომელშიც „პატრიოტთა ალიანსის" ექვსი წარმომადგენელიც მოხვდა, და განაცხადა, რომ მუშაობა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ძალიან რთული იქნება.

საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობა - Sputnik საქართველო
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა: საქართველოში არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდა

„რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთული პარლამენტი იქნება, და სუფთა ადამიანურად იმ კედლებში და იმ დარბაზში მუშაობა რთული იქნება, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ არჩევნების შემდეგ ჩვენ ერთადერთი რეალური ოპოზიციური პოლიტიკური ძალა დავრჩით, ამიტომ დღეს ამ ქვეყნის მომავლისა და დემოკრატიის წინაშე ჩვენი ვალი გაათმაგებულია", — ხაზი გაუსვა ბაქრაძემ.

საქართველოს პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მომხრეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება: 77 დეპუტატი პარტიული სიებით აირჩევა (პროპორციული სისტემით), 73 კი — ერთმანდატიანი ოლქების მიხედვით (მაჟორიტარული სისტემით).

სულ საქართველოს პარლამენტში 150 ადგილია. ცესკოს საბოლოო მონაცემების მიხედვით, მმართველმა პარტიამ "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო" პროპორციული სისტემით ხმათა 48,68% მიიღო (44 მანდატი), "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" – 27,11% (27 მანდატი), ბლოკმა "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია" – 5,01% (6 მანდატი).

ყველა ახალი ამბავი
0