პოლიციის მანქანა

რუსთავში დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც ტრანსგენდერი დაჭრა

77
(განახლებულია 13:44 17.10.2016)
პარასკევს, საღამოს 32 წლის ტრანსგენდერს რამდენიმე ადამიანი გაუსწორდა. დაზარალებული მძიმე მდგომარეობით საავადმყოფოში იმყოფება.

ოქტომბერი, 17 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება ერთი პირის დაკავების შესახებ ტრანსგენდერის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის. ტრანსგენდერი თავდასხმის შედეგად ჯერ ისევ მძიმე მდგომარეობით კლინიკაში იმყოფება.

პარასკევს, საღამოს უცნობმა პირებმა სასტიკად სცემეს და დაჭრეს 32 წლის ტრანსგენდერი. ინციდენტი ორთაჭალაში მოხდა, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს, თუმცა ექსპერტები ლაპარაკობენ ტრანსფობიის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულზე.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს ორთაჭალაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბლაგვი საგნითა და ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1982 წელს დაბადებულ ზ.შ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული რუსთავში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი — დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს", – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დაზარალებული ტრანსგენდერი ამჟამად საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.

77