"პატრიოტთა ალიანსი" საქართველოს პარლამენტში შედის

© Sputnik / Levan Avlabreliცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცესკოს მონაცემების თანახმად, საქართველოს პარლამენტში სამი პარტია შედის.

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. საარჩევნო ბლოკმა „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ 5%-იანი ბარიერის გადასალახად აუცილებელი ხმების მინიმალური რაოდენობა მიიღო, იუწყება ცესკო საარჩევნო უბნების 99,92%-ის მონაცემებზე დაყრდნობით.

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, 5%-იანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში პარტია პარლამენტში 6 მანდატს მოიპოვებს. მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ამომრჩეველთა ხმების 48,6% მიიღო, ოპოზიციურმა პარტიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კი – 27,14%.

დანარჩენმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს, შესაბამისად, ისინი პარლამენტში ვერ შედიან.

ყველა ახალი ამბავი
0