„ქართული ოცნება“ დამკვირვებელთა შენიშვნებს გაითვალისწინებს

© FB / Georgian Dreamთამარ ჩუგოშვილი
თამარ ჩუგოშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნების მიმდინარეობის თაობაზე შუალედური დასკვნა გამოაქვეყნეს, რომელშიც წინასაარჩევნო პერიოდში თუ ხმების დათვლის პროცესში გამოვლენილი ყველა დარღვევა აღნიშნეს.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“  პირობას დებს, რომ გაითვალისწინებს ყველა იმ შენიშვნას, რომლებიც ეუთოს, ევროპარლამენტის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროპის საბჭოს დამკვირვებლებმა გამოთქვეს, განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩუგოშვილმა ბრიფინგზე.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა კვირას არჩევნების მიმდინარეობის თაობაზე შუალედური დასკვნა გამოაქვეყნეს, რომელშიც წინასაარჩევნო პერიოდში თუ ხმების დათვლის პროცესში გამოვლენილი ყველა დარღვევა აღნიშნეს.

„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს ამ შენიშვნებს, ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ და ვაპირებთ, რომ აუცილებლად გავითვალისწინოთ ყველა ის გამოთქმული შენიშვნა იმისთვის, რომ სამომავლოდ საარჩევნო გარემო ქვეყანაში იყოს კიდევ უფრო მაღალი ხარისხით უზრუნველყოფილი, იყოს კიდევ უფრო თავისუფალი, დემოკრატიული და სამართლიანი“, — განაცხადა ჩუგოშვილმა.

არჩევნებს 55 საერთაშორისო ორგანიზაციის 1 ათას 440 დამკვირვებელი აკვირდებოდა.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის დათვლილია საარჩევნო უბნების მონაცემების 82,55%. ლიდერობს „ქართული ოცნება“ — 49,26%-ით, მეორე ადგილზეა ენმ — 26,46%-ით. მათ მოჰყვება „პატრიოტთა ალიანსი“, რომელმაც 5%-იანი ბარიერი გადალახა.

ყველა ახალი ამბავი
0