IRI: არჩევნები საქართველოში იდეალური არ ყოფილა

© Facebook / IRIIRI
IRI - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ საპარლამენტო არჩევნები, ძირითადად, მშვიდ გარემოში ჩატარდა და კარგად იყო ორგანიზებული. IRI–ის მისია კენჭისყრის მეორე ტურის დასრულებამდე გაგრძელდება, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, მაჟორიტარული ოლქების უმეტესობაში გაიმართება.

თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის არჩევნები, უპირატესად, მშვიდ გარემოში ჩატარდა, თუმცა მას იდეალურს ვერ უწოდებ, ასეთია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სადამკვირვებლო მისიის წინასწარი შეფასება.

IRI–ს დელეგაცია 14 ქვეყნის წარმომადგენლებისგან შედგება. დამკვირვებლები კენჭისყრის მიმდინარეობას 200–ზე მეტ უბანზე აკვირდებოდნენ, ხოლო წინასაარჩევნო პერიოდში არჩევნებში მონაწილე მხარეებთან ათასზე მეტი შეხვედრ გამართეს.

ილია მეორე - Sputnik საქართველო
ილია მეორე: არჩევნებზე დამარცხებული არავინაა

„ჩვენი პირველადი შეფასება ამგვარია: მართალია, ეს არჩევნები იდეალური არ ყოფილა, მაგრამ, ძირითადად, მან მშვიდ გარემოში ჩაიარა, იყო კარგად ორგანიზებული და, როგორც ჩანს, ქართველი ხალხის ნება ასახა“, – განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა, IRI–ს პრეზიდენტმა მარკ გრინმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ კენჭისყრის დღე მხოლოდ საარჩევნო პროცესის დასაწყისია.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შემდეგ პერიოდში როგორც ქართველი ამომრჩეველი, ისე პოლიტიკური სპექტრი იქნება მშვიდი და შეეცდებიან, უზრუნველყონ მშვიდი გარემო, რათა მთელი საარჩევნო პროცესი წარმატებით გაგრძელდეს.  IRI-ს სადამკვირვებლო მისია განაგრძობს მისიას საქართველოში მეორე ტურის დასრულებამდე და შევეცდებით, საარჩევნო პროცესში კონსტრუქციული წვლილი შევიტანოთ“, – აღნიშნა გრინმა.

IRI-ს მისიის გრძელვადიანი დამკვირვებლები საქართველოში 1 აგვისტოდან იმყოფებიან და ქვეყნის ცალკეულ რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას აკვირდებოდნენ. მოკლევადიანი მისია კი საპარლამენტო არჩევნებამდე სამი დღით ადრე ჩამოვიდა.

კენჭისყრის დღეს საქართველოს რიგ რეგიონებში ინციდენტებს ჰქონდა ადგილი. ამასთან დაკავშირებით შსს–მ სისხლის სამართლის საქმეები აღძრა. 

თბილისი - Sputnik საქართველო
სუამი: საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდა

ერთი ინციდენტი მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში, №48 საარჩევნო უბანში მოხდა, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და ბლოკის „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისათვის“ მომხრეები საარჩევნო უბანში შეჭრასა და საარჩევნო ურნის მიტაცებას შეეცადნენ, განაცხადეს შსს–ში.

გარდა ამისა, როდესაც საარჩევნო უბნები დაიხურა და ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობდა, სოფელ ჯიხაშკარში უცნობი პირების ჯგუფი საარჩევნო 79–ე უბანზე შეიჭრა, გატეხა ბიულეტენების ურნა და ჩაამსხვრია მინები. ერთ–ერთმა თავდამსხმელმა სცემა საერთაშორისო დამკვირვებელლი, რომელსაც შემდეგ სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

საარჩევნო ურნა იმავე ჯიხაშკარის 108–ე უბანზეც გატეხეს. ორი პარტიის მომხრეებს შორის, კენჭისყრის დასრულების შემდეგ, შეხლა–შემოხლა გაიმართა ქუთაისში, 90–ე საარჩევნო უბანთან.

მედიასაშუალებები აცხადებდნენ, რომ ეს იყვნენ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების – კობა ნარჩემაშვილისა („ქართული ოცნება“) და გიგი წერეთლის (ენმ) მომხრეები.

ყველა ახალი ამბავი
0