სუამი: საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდა

გამოწერა
საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს სუამის ხუთკაციანი დელეგაცია აკვირდებოდა. სადამკვირვებლო დელეგაციის წარმომადგენლები არჩევნების მიმდინარეობის პროცესს ცხრა საარჩევნო უბანზე აკვირდებოდნენ.

თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს საპარლამენტო არჩევნები, რომელიც 8 ოქტომბერს გაიმართა, შეიძლება ითქვას თავისუფალი და სამართლიანი იყო, განაცხადა სუამის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ორგანიზაციის (სუამი) გენერალურმა მდივანმა ალტაი ეფენდიევმა თბილისში გამართულ ბრიფინგზე.

სუამის სადამკვირვებლო ჯგუფის წარმომადგენლები საპარლამენტო არჩევნებს ცხრა საარჩევნო უბანზე — თბილისში, მცხეთაში, წეროვანში — აკვირდებოდნენ. დელეგაცია ხუთი წევრისგან შედგებოდა, რომლის შემადგენლობაში აზერბაიჯანელი და უკრაინელი დეპუტატები შედიოდნენ.

ცესკო - Sputnik საქართველო
არჩევნები საქართველოში: მეორე ტური ბევრ ერთმანდატიან ოლქშია მოსალოდნელი

„ჩვენი სადამკვირვებლო მისია საქართველოში პარლამენტის მოწვევით იმყოფება. ჩვენ თბილისსა და მცხეთაში არსებულ საარჩევნო უბნებზე მოულოდნელად მივედით. სერიოზული შენიშვნები საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით არ გვაქვს. დაფიქსირდა ამომრჩევლის მაღალი აქტივობა. არჩევნები შეიძლება შეფასდეს, როგორც თავისუფალი და სამართლიანი“, — განაცხადა ეფენდიევმა.

უმაღლესი სადას დეპუტატმა ივან კრულკომ აღნიშნა, რომ ქართული კანონმდებლობა პრაქტიკულად გამორიცხავს კენჭისყრის შედეგების მომზადებას.

„შემიძლია დავადასტურო, რომ იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ჩვენ ვიმყოფებოდით, ყველაფერი მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა…მინდა ხაზი გავუსვა ქართული კანონმდებლობის რამდენიმე დადებით ნორმას, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს არჩევნების გაყალბებას“, — განაცხადა კრულკომ.

საქართველოს მოქალაქეებმა არჩევანი უკვე გააკეთეს და ჩვენ პატივს ვცემთ ამ არჩევანს, აღნიშნა უკრაინელმა დეპუტატმა.

ამ დროისთვის ცესკომ საარჩევნო უბნების 70,48% —ის მონაცემები დაითვალა. ბოლო მონაცემებით, პროპორციული სისტემით მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ ლიდერობს — 49,65%, ხოლო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 26,63% აქვს. დანარჩენი პოლიტიკური სუბიექტები 5%-იან ბარიერს ვერ ლახავენ.

რამდენიმე ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში კი არჩევნების მეორე ტურია მოსალოდნელი.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა — 77 დეპუტატი პარტიული სიით (პროპორციული სისტემა), ხოლო 73 — ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქებიდან (მაჟორიტარული სისტემა) აირჩევა. სადეპუტატო მანდატისთვის 19 პარტია და 6 საარცევნო ბლოკი იბრძოდა.

ყველა ახალი ამბავი
0