უსკო: აჭარის უმაღლესი საბჭო, სავარაუდოდ, ოთხი პარტიისგან დაკომპლექტდება

გამოწერა
უსკოს წინასწარი მონაცემებით, ამ დროისათვის აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მანდატს ოთხი პარტია მოიპოვებს.

თბილისი, 9 ოქტომბერი— Sputnik. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) წინასწარი მონაცემებით, გამარჯვება ოთხმა პოლიტიკურმა სუბიექტმა მოოიპოვა: 

უსკო - Sputnik საქართველო
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები: ლიდერობს „ქართული ოცნება“

 „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველო“- 46.03 %;

 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ —29.58%;

„ნინო ბურჯანაძე — დემოკრატიული მოძრაობა“ — 5.74%;

„დავით თარხან-მოურავი — ირმა ინაშვილი-პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ — 5.64%.

უსკოს მონაცემებით, 5%-იანი ბარიერის გადალახვა სწორედ ამ პარტიებმა შეძლეს. ამ დროისთვის დათვლილია 207 საარჩევნო უბნის მონაცემები, სულ ჯამში კი აჭარაში 348 უბანი იყო გახსნილი.

რაც შეეხება, მაჟორიტარულ ოლქებს, ამ დროისთვის უმაღლეს საარჩევნო ადმინისტრაციაში პროგნოზირებენ, რომ სავარაუდოდ, ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური დაიგეგმება.

რაც შეეხება საოლქო-საარჩევნო კომისიის მონაცემებს, ამ დროისთვის  119 უბიდან 42 უბანია დათვლილი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად გაიმართა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში 11 პარტია და 4 საარჩევნო ბლოკი მონაწილეობდა. საკანონმდებლო ორგანოს შემადგენლობა 21 დეპუტატისგან შედგება. სადეპუტატო მანდატს მოიპოვებს 15 პროპორციული და 6 ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში გამარჯვებული კანდიდატები.

ყველა ახალი ამბავი
0