საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნები შეაფასა

© facebook.com/Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის ცესკომ საარჩევნო უბნების 67,31%-ის მონაცემები დაითვალა. ბოლო მონაცემებით, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ლიდერობს (49,76%), ხოლო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 26,69% აქვს.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik.  საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები შეაჯამა.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს გაიმართა, რომელშიც 19 პოლიტიკური პარტია და 6 საარჩევნო ბლოკი იღებდა მონაწილეობას.

სამართლიანი არჩევნები - Sputnik საქართველო
"სამართლიანმა არჩევნებმა" პარალელური დათვლის შედეგები გამოაქვეყნა

„მადლობა მინდა ვუთხრა ქართველ საზოგადოებას არჩევნებში აქტიურობისთვის…თავად საარჩევნო გარემო იყო ძალიან მშვიდი, კონსტრუქციული რიგი გამონაკლისების გარეშე, რომელიც საერთო ფონს არ ართულებდა. არჩევნების დღემაც ასევე მშვიდად გაიარა მოსახლეობის აქტიურობით და ფაქტობრივად, 1-2 შემთხვევისა, ჩვენს ქვეყანაში არჩევნებმა მშვიდად ჩაიარა“, — განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა არჩევნების შეჯამებისას ყურადღება გაამახვილა იმ დარღვევებსა და ინციდენტებზე, რაც არჩევნების დღეს მოხდა.

„სამწუხაროა, რომ ხმების დათვლის პროცესში გამოჩნდა სერიოზული სამართალდარღვევა, მათ შორის აგრესიული ქმედებები. ამ პროვოკაციულ შემთხვევებს სჭირდება დროული რეაგირება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით,  რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები არ არის მხოლოდ 8 ოქტომბრის არჩევნები. მოვუწოდებ შესაბამის სტრუქტურებს განსაკუთრებით ხმების დათვლის პროცესისას დაფიქსირებულ დარღვევებზე მოახდინონ დროული და პრინციპული რეაგირება“, — აღნიშნა მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით რიგ რაიონებში მეორე ტური ჩატარდება და მან საზოგადოებას არჩევნების მეორე ტურის დროს  აქტიურობისკენ მოუწოდა.

ამ დროისთვის ცესკომ საარჩევნო უბნების 67,31%-ის მონაცემები დაითვალა. ბოლო მონაცემებით, პროპორციული სისტემით მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ ლიდერობს (49,76%), ხოლო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 26,69% აქვს. დანარჩენმა პარტიებმა საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახეს.

ყველა ახალი ამბავი
0