დათვლილია საარჩევნო უბნების 50%: „ოცნება" - 50,56%, "ნაციონალები"- 26,51%

© Sputnik / Alexander Imedashviliდათვლილია ხმების 50%
დათვლილია ხმების 50% - Sputnik საქართველო
გამოწერა
კიდევ ერთ ბლოკს აქვს შანსი გადალახოს 5%-იანი ბარიერი.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. უბნების 50,41%-ის მონაცემების დამუშავების შედეგად,  მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება —დემოკრატიული საქართველო“ ხმათა 50,56% დააგროვა,  „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 26,51%%,  - იტყობინება ცესკო.  

5%-იანი ბარიერის გადალახვასთან ახლოს არის ბლოკი „ დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი —საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ – 4,84%-ით.  

შანსი აქვს „პაატა ბურჭულაძე — სახელმწიფო ხალხისათვის“ ბლოკს — 3, 73%.  

პარტია „ირაკლი ალასანია — თავისუფალი დემოკრატები“- 3,9%, 

 „ნინო ბურჯანაძე — დემოკრატიული მოძრაობა“ – 3,27%. 

„ლეიბორისტული პარტია“ – 2,99%. 

სხვა ბლოკებსა და პარტიებს ხმათა ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ. 

 

ყველა ახალი ამბავი
0